20:55 01-07-2016
დინამო (თბ) - ლასკი 0:2 - მეორე წაგება ავსტრიულ შეკრებაზე [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომელთაც შეკრებაზე ნაკლები დრო ჰქონდათ თავის გამოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო "დინამოს" ფორმა გიორგი პაპუნაშვილმა.
ეს "დინამოს" მეორე მარცხია ავსტრიულ შეკრებაზე. მანამდე საქართველოს ჩემპიონმა ავსტრიულ შეკრებაზე პოლონურ "ლეგიასთან" ფრედ 1:1 ითამაშა, 0:3 დათმო ბულგარულ "ლუდოგორეცთან" და 2:0 მოუგო ჰაიფას "მაკაბის".
იარაბეკის გუნდი ავსტრიულ შეკრებას კიევის "დინამოსთან" ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს, რომელიც 4 ივლისს ჩატარდება.
ამხანაგური მატჩი
დინამო-ლასკი 0:2
დინამო: ლომაია, შპიჩიჩი (თევზაძე 46), რენე (ამისულაშვილი 62), ჭელიძე, კირკიტაძე (კურიე 62), ცინცაძე (c), ალვარო, ვოლკოვი (კიტეიშვილი 62), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 46), მიქელთაძე (ველევი 62), გელაშვილი (ქვილითაია 62)
ლასკი: პერვანი (c), კერხე, მიხორლი, ვაიზინგერი, გარტლერი, დე ლიმა, რეპი, რამზებნერი, ლუკენედერი, ერდოღანი, როზა სილვა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბიჭო ჯერ ვინებს ყიდულობენ, საიდან პოულობენ ამ ჭ კლასის ლეგიონერებს.ისე კარგი იქნება ასეთი დიდი ქართული კლუბი მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით თუ მიაღწევს წარმატებას.მაგრამ თუ მაინც ლეგიონერები უნდათ სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან იყიდიან ძალიან იაფად მაგარ ფეხბურთელებს და კიდევ დინამოს ჭირდება კარგი იტალიელი მწვრთნელი.მაგალთად ძალიან მოუხდებოდა რანიერი
0
0
ზუსტად ვიცი რომ ტაქტიკური წაგება იყო ევროთასისთვის
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული