უეფამ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთი მატჩის განსჯა ქართველებს დაავალა

AutoSharing Option
ხუთშაბათს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ უეფამ ამ თამაშებში ქართველი მსაჯი ლაშა სილაგავაც დაასაქმა. 39 წლის გამოცდილი არბიტრი მოლდოვაში გასამართ მატჩს განსჯის - კიშინიოვის "დაჩია" აზერბაიჯანულ "ქიაფაზს" უმასპინძლებს.

სილაგავას მისივე თანამემამულეები დაეხმარებიან - ზაზა მენთეშაშვილი და ზაზა თოდრია, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი გიორგი კიკაჩეიშვილი შეასრულებს.

ეს მატჩი მოლდოვის აღმოსავლეთში, კიშინიოვთან ახლოს, სოფელ სპეიაში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით, დიდი კუში მოტეხეთ!
irakli
09:34 07-07-2016
0

სიახლეები პოპულარული