ბუდუ ზივზივაძე: ნამუსი მაინც უნდა მოვიწმინდოთ

AutoSharing Option
მიუხედავად "ბაქსელ არენაზე" დამარცხებისა, "სამტრედიას" კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კატასტროფული წაგების მიზეზს ხსნის:

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"ამხანაგურ შეხვედრებს ის დატვირთვა და დაძაბულობა არ ახლავს, რაც ოფიციალურს. მთავარი მიზეზი, რის გამოც დავმარცხდით, ჩვენი გამოუცდელობა და ნერვიულობა იყო. მეტოქე მოედანზე ასე ნამდვილად არ გამოსულა - "გაბალა" გაცილებით მობილიზებული და თავდაჯერებული იყო.

აზერბაიჯანელები შარშან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდნენ და გამოცდილება ეტყობოდათ, მაგრამ ასეთი ანგარიშით მოგებას თავად "გაბალას" ფეხბურთელებიც არ ელოდნენ. ჩვენი პრობლემის მიზეზი ფსიქოლოგიაშია მოსაძებნი. იმედია,
ზესტაფონში ეს აღარ განმეორდება".

გია ცეცაძის გაწვრთნილებს შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ მინიმალური, თეორიული შანსი აქვთ, მაგრამ გუნდში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ საპასუხო მატჩს მოიგებენ. 22 წლის ზივზივაძე იმედოვნებს, რომ გუნდი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას მოახდენს:

"ძალიან საწყენია, რაც პირველ შეხვედრაში მოხდა. "გაბალა" ძლიერი მეტოქეა და ველოდებით, რომ საპასუხო მატჩი დაძაბული იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლა ახლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი შეცდომები გავაანალიზოთ.

თამაშისთვის ნირწამხდრები ვემზადებით, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, აზერბაიჯანში განცდილი სირცხვილის გამო ნამუსი ზესტაფონში მაინც მოვიწმინდოთ. შეიძლება შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეთ, მაგრამ ეს მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ".

ზივზივაძე განიცდის, რომ 0:3-ზე გოლის გატანისა და სხვაობის შემცირების შანსით ვერ ისარგებლა:

"საჯარიმოში ბურთი მარცხენა ფეხზე გადავიტანე და ცუდად დავარტყი. ჯობდა, ეს მარჯვენით გამეკეთებინა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა, იქნებ ამას შედეგზე გავლენა მოეხდინა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
სვანი-ს.ეგ კლუბმა უნდა გადაწყვიტოს ლეგიონერს უნდა დაეყრდნოს თუ ადგილობრივს,ორივე შემთხვევაში კლუბს თვითონ ხემძღვანელობას უნდა ქონდეთ განვითარების სწორი გეგმა.რაც შეეხება იმას რომ აზერებმა და და კვიპროსელებმა ფეხბურთი არ იციან, ეგ დამოკიდებულება ჩვენ ფეხბურთს ვერ გვასწავლის.აზერების გუნდებია რო ვერ ვუგებთ 2 წელიწადია.
bebeto
00:01 07-07-2016
0
bebeto-ს მერე ლეგიონერები რომ მოგყავს ხომ იცი რომ, აქაური ფეხბურთელები დაიჩაგრებიან როგორც აზერბაიჯანშია(მაგრამ აზერებმა არ იციან ფეხბურთი) როგორც კვიპროსშია))) ეგ არ არის გამოსავალი 3-4 ლეგიონერი შეიძლება ისიც მაღალი დონის)) და არა 11დან 9 უცხოელი რომ თამაშობდეს
svani
20:38 06-07-2016
0

სიახლეები პოპულარული