უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გიუმრის "შირაქთან" დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "დილა" "შირაქთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

- გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა"

"პირველ რიგში, გამარჯვებულს ვულოცავ. შემდეგ უკვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ 120 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღეს, პენალტები კი საფეხბურთო ლატარეაა და, სამწუხაროდ, დღეს მათ არ გაუმართლა.

თამაში დაძაბული იყო, აქცენტი კონტრშეტევაზე გავაკეთე და პირველი ტიამის განმავლობაში ეს კარგად გამოვიდა. გვქონდა მომენტები,
რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. კარგი იყო მეორე ტაიმიც, უბრალოდ გაგვეპარა ერთი შეცდომა, რის გამოც დავისაჯეთ.

დამატებით დროში მეორე ნომრად აღარავინ ითამაშა. 100%-იანი მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს დავმარცხდით, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ.

სიტუაციიდან გამომდინარე, არაა ცნობილი რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებს 3-4-დღიან დასვენებას მივცემთ, შემდეგ კი გაირკვევა ვინ წავა და ვინ - დარჩება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს აქ იყო და ვინც სამშობლოდან გვგულშემატკივრობდა. დიდ ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული. გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
რა გუნდი გააფუჭეს "ზესტაფონი" არსად ირცხვენდა თავს, "შირაქი" მისთვის ვარჯიში იქნებოდა... დღეს მართლა მკვდარია ფეხბურთი საქართველოში.
Merab
08 ივლისი 2016 09:48
0
ეს არის ქართული ფეხბურთის მარცხი და სირცხვილი.შემდეგ წლებშიც ესე იქნება სანამ გვეყოლება 6 თვიანი გუნდები და სანამ კერძო ინვესტორები არ გამოუჩნდება გუნდებს.რა დონის ჩემპიონატი გვაქვს გამოჩნდა და შედეგიც შესაბამისი მივიგეთ.სამწუხაროდ კიდე დიდხანს მოგვიწევს ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე სხვა ქვეყნის გუნდების გულშემატკივრობა.
gori
08 ივლისი 2016 09:46
0
fcd-ს რა ნახევარი სამი კაცი წავიდა გუნდიდან მართალია დიდი დანაკლისია მაგრამ ასე ხდებოდა ადრედაც მაგრამ მაინც ვუგებდით სომხებს მაინც)))))))))))) ეხლა სომხებსაც ვეღარ ვუგებთ
svani
08 ივლისი 2016 08:43
0
შენ და ტუღუშს ნამუსი რომ გქონდეთ სანამ გათენდება უნდა გადადგეთ მაგრამ ნამუსის ძარღვი გაწყვეტილი გაქვთ
shako
08 ივლისი 2016 08:26
0
ბიჩახჩაიანი რო მოგიგებს რა.... ტფუი თქვენი......
333
08 ივლისი 2016 06:54
0
ფეღბურთი საქართველოში ერთადერთი სპორტია რომლის წარმომადგენლები დასცინიან საკუთარ ხალხ თავისი თამაშით ფული კი არა მონდომება და ჯიგარი გაკლდათ სიმართლე ესაა
zvi
08 ივლისი 2016 06:06
0
ასეთი სავალალო მდგომარეობა ქართულ ფეხბურთში მანამდე გაგრძელდება, სანამ სტაბილური საფეხბურთო გარემო არ შეიქმნება. ამისთვის გუნდებს და ფეხბურთელებს ფინანსური და საკანონმდებლო სტაბილურობა ესაჭიროებათ, ისე როგორც სტაბილური მხარდაჭერა გულშემატკივრის მხრიდან. ამბიციური ქართველი ფეხბურთელები საქართველოდან გარბიან რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ. გორის დილაც დატოვა რამოდენიმე კარგმა ფეხბურთელმა ამასწინათ. ჩემპიონატის ფორმატი ხშირად იცვლება, გუნდებს დაფინანსების პრობლემები არ ელევათ. ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ ქართული კლუბები იშლებიან, ფეხბურთელები გარბიან. ასეთ არასტაბილურ გარემოში არარეალურია შედეგზე ორიენტირებული გუნდის ჩამოყალიბება. სფფ-მ უნდა შექმნას სტაბილური სისტემა, რომელიც იმუშავებს.
ლუკა
08 ივლისი 2016 04:00
0
ეს ნაწილობრივ იმის ბრალია რომ 16 გუნდიანი ჩემპიონატი გვაქ)))))))
svani
08 ივლისი 2016 02:58
0
იცით რა მიკვირს? სოსიაშვილის გუნდი ყოველთვის თამაშობს არაკომბინაციურ, არაპრესინგულ ფეხბურთს. ზონების გადაკეტვა ამათ არ იციან და არაფერი. ვისაც როგორც უნდა ისე დანავარდობენ საჯარიმოში. საქართველოში ეგ გასდით, ევროპაში, თუნდაც სომხებთან არ გაუვათ არასოდეს...მაინ რატო წარმოაჩენენ ამ კაცს ვითომ ნიჭიერ მწვრთნელად?
გიორგი
08 ივლისი 2016 01:57
0
Simarkle Shen ra propesiis da gagebis adamiani xar? Ra gaqvs gaketebuli saqartvelostvis? Tu ese gezizgeba cadi da chabardi im kvekanas romelic mogcons
Simarkles
08 ივლისი 2016 01:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული