უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გიუმრის "შირაქთან" დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "დილა" "შირაქთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

- გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა"

"პირველ რიგში, გამარჯვებულს ვულოცავ. შემდეგ უკვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ 120 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღეს, პენალტები კი საფეხბურთო ლატარეაა და, სამწუხაროდ, დღეს მათ არ გაუმართლა.

თამაში დაძაბული იყო, აქცენტი კონტრშეტევაზე გავაკეთე და პირველი ტიამის განმავლობაში ეს კარგად გამოვიდა. გვქონდა მომენტები,
რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. კარგი იყო მეორე ტაიმიც, უბრალოდ გაგვეპარა ერთი შეცდომა, რის გამოც დავისაჯეთ.

დამატებით დროში მეორე ნომრად აღარავინ ითამაშა. 100%-იანი მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს დავმარცხდით, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ.

სიტუაციიდან გამომდინარე, არაა ცნობილი რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებს 3-4-დღიან დასვენებას მივცემთ, შემდეგ კი გაირკვევა ვინ წავა და ვინ - დარჩება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს აქ იყო და ვინც სამშობლოდან გვგულშემატკივრობდა. დიდ ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული. გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
იმედი ამდენი ხანია იმედად რჩება, ქართული ფეხბურთი დიდი ხანია ჭაობშია და გამოსავალი ჯერ არ ჩანს.. გინდა ტრაპატონი ჩამოიყვანე არ შეუძლიათ მეტი და ქნან>>?? ყველა გვიგებს სომხეთი, აზებაიჯანი და მოლდოვის კლუბებიც და რა ამბიცია გვინდა გვქონდეს არ მესმის. ისე გიბრალტარის გუნდმა გააგდო სომხეთის პიუნიკი და რა დონეზეც არის სომხეთი აქედან მიხვდებით რა!! მოყვარულებმა გიბრალტარებმა მოუგეს პიუნიკს..
zaza
07 ივლისი 2016 22:52
0
გაიგეთ ხალხო ნახევრად მკვდარი და დაშლილი გუნდით ითამაშა დილამ და სხვა შედეგს ნუ სთხოვთ ბიჩებს ხელს არვაფარებ ვანოს ტუგუშს და მაგნაირ გარეწრებმა ჩააყენა დილა ამ მდგომარეობაში,თორე ნერვები დაგაწყდათ ყველას და მართლებიც ვართ
fcd
07 ივლისი 2016 22:41
0
მეზისღება უკვე საქართველო, მეზიზღება უკვე საქართველოსთან დაკავშირებული ყველაფერი, მეზიზღება ქართველი მოღალატე ( ოცნებისტების) პოლიტიკოსები, მეზიზღება თქვენი ნათამაშები ფეხბურთი თქვენ მოღალატე და გამყიდველიერი ერი ხართ. თქვენ ყველა მოისპობით
simarTle
07 ივლისი 2016 22:22
0
კონტრშეტევებზე გააკეთა აქცენტი. ანტი ფეხბურთის თამაში დილას სტილია.
ებიჯო
07 ივლისი 2016 22:02
0
ყველაზე მეტად ჩიხურას წაგება კიარა დილას წაგება გამიტყდა სომხებთან რაღაც მღრღნის გულს, სიძულვილი რომელიც დილას ფეხბურთელებისადმია ჩიხურას, სამტრედიას!)))
svani
07 ივლისი 2016 22:01
0
კარგი რა ეს უკვე მარაზმია,თქვენ კი არ თამაშობდით და საქართველოს ინტერესს არ იცავდით, არამედ მოედანზე დადიოდით, და ხალხი მთელ საქართველოში გააგიჟეთ, ნერვიულობიდან ალბათ ბევრს მიკრო ინფაქტი დამართეთ, აი ამიტომ აგონ პასუხი იმათ ვინც ძირითადი ბირთვი დაშალა და სახელმწიფო დააზარალა.
განწირული ქართლოსა ქუთაისიდან
07 ივლისი 2016 21:21
0
კიდე კარგად ითამაშეს, უფულოდ და უყველაფროდ დარჩენილმა გუნდმა!!
ევროპა ლიგაზე გადის გუნდი და მთელი შემადგენლობა და წამყვანი მოთამაშეები ტოვებენ გუნდს, რა უნდა მოთხოვო?? არც მოსამზადებელი გაუვლიათ არც არაფერი! უცბათ შეყარეს ქუჩიდან ფეხბურთელები და რა შედეგი უნდა დაედოთ? პირადად უარესს ველოდი.
სპონსორები თუ უშველიან გუნდს თორე ცუდადაა საქმე
givi
07 ივლისი 2016 21:04
0
დილას პირველ თამშზეც ეტყობოდა,რომ არაფრის გამკეტებელი არ იყო
ალეკსანდრე
07 ივლისი 2016 20:55
0
ამ კაცის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი ცოდოა, რა ქნას რომ ასეთი უმაქნისი ფეღბურთელები ყავს,
ჯაბა
07 ივლისი 2016 20:55
0
უჩას და ყველა ფეხბურთელს ძალიან მაგრები ხართ, თქვენ იმაზე მეტი გააკეთეთ ვიდრე შეგეძლოთ, გავარდნის მიუხედავად 1 კვირის აწყობილ გუნდს არაფერი მოეთხოვება, ვინც გუნდი ამ ფღეში ჩააგდო იმათზეა მოსაკითხი, იმედია არ დაიშლება გუნდი და ჩემპიონატში მაინც ვისახელებთ თავს
Dila
07 ივლისი 2016 20:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული