უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გიუმრის "შირაქთან" დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "დილა" "შირაქთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

- გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა"

"პირველ რიგში, გამარჯვებულს ვულოცავ. შემდეგ უკვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ 120 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღეს, პენალტები კი საფეხბურთო ლატარეაა და, სამწუხაროდ, დღეს მათ არ გაუმართლა.

თამაში დაძაბული იყო, აქცენტი კონტრშეტევაზე გავაკეთე და პირველი ტიამის განმავლობაში ეს კარგად გამოვიდა. გვქონდა მომენტები,
რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. კარგი იყო მეორე ტაიმიც, უბრალოდ გაგვეპარა ერთი შეცდომა, რის გამოც დავისაჯეთ.

დამატებით დროში მეორე ნომრად აღარავინ ითამაშა. 100%-იანი მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს დავმარცხდით, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ.

სიტუაციიდან გამომდინარე, არაა ცნობილი რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებს 3-4-დღიან დასვენებას მივცემთ, შემდეგ კი გაირკვევა ვინ წავა და ვინ - დარჩება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს აქ იყო და ვინც სამშობლოდან გვგულშემატკივრობდა. დიდ ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული. გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
jaobshia qartuli fexburtiiii 20welic ki ar ushvelis qartuli fexburtis ganvitarebasss.............aranairad ar amatlebs dacviti tamashi sheignet egggggggggggg..vinc am stils irchevs is sul wagebuliaaa...10 nuls rom igebdes germania mainc brdzolobs da ibrdvis rom kidev goli gaitanos chventan 1rt burts gaitaneben da mere imis shenarchunebaze gadadian rac iwvevs savalalo shedegs .marto fexburts ki ara jer mwvrtnelebi gaanatleettttt
zaza
07 ივლისი 2016 20:52
0
აი ეს ფრაზა მომეწონა - გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა. :)))))))
dima
07 ივლისი 2016 20:36
0
ასეთი კრიზისიანი გუნდი აღარ უნდა იკავებდეს 1-4 ადგილს საქართველოში კარგიიიიიიიიიიით რა მართლა და მართლა კარგიიიიიიიიით რა ადამიანები არ ხართ გეყოფაააააააააააათ
svani
07 ივლისი 2016 20:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული