- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა განვლილი მატჩი შეაფასა და თავისი გამოუყენებელი მომენტიც ახსენა.
"კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი, მესამე გოლი რომ გამეტანა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო თამაში ჩავატარე, რადგან გუნდში ახალი მოსული ვარ და ჯერ საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ. ალბათ, ამის შედეგი იყო, მეკარესთან პირისპირ გასულმა მომენტით რომ ვერ ვისარგებლე...
საერთოდ, თამაში
მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. შემდეგ თამაშს უპირატესობით დავიწყებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სომხები თავს მოიკლავენ და ნურავინ იფიქრებს, რომ იოლი მატჩი გველის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"