ლადო დვალიშვილი: სომხები თავს მოიკლავენ, იოლი მატჩი არ გველის

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტის" ძლევით (2:0) შემდგომ სტადიაზე გასვლის დიდი შანსი დაიბევა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

თბილისის "დინამოს" ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა განვლილი მატჩი შეაფასა და თავისი გამოუყენებელი მომენტიც ახსენა.

"კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი, მესამე გოლი რომ გამეტანა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო თამაში ჩავატარე, რადგან გუნდში ახალი მოსული ვარ და ჯერ საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ. ალბათ, ამის შედეგი იყო, მეკარესთან პირისპირ გასულმა მომენტით რომ ვერ ვისარგებლე...

საერთოდ, თამაში
დაძაბულად დაიწყო, რადგან "ალაშკერტი" ხისტად თამაშობდა, მაგრამ "დინამო" უფრო ძლიერია და ეს მეორე ნახევარში გამოჩნდა - დაცვაში სომხების ხარვეზებით კარგად ვისარგებლეთ და მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. შემდეგ თამაშს უპირატესობით დავიწყებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სომხები თავს მოიკლავენ და ნურავინ იფიქრებს, რომ იოლი მატჩი გველის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მათლაც რომ ყოჩაღ,მე მომეწონა ლადოს თამაში.იმედია ვაწაძეც და ოქრიაშვილიც მიბაძავენ და ამ ეტაპისთვის ერთი სეზონით მოვლენ დინამოში,არაფერი დაშავდება ამით და რომელიმე ევროპულ ლიგაში კარგი თამაით ნორმალურ ევროპული გუნდის გულს მოიგებენ,ეს ჭკვიანური აზრია ჩემის აზრით.ან ეს გრიგალავა სად დაიკარგა მეტყვის ვინმე?
bacho
21:17 14-07-2016
0
უკმაყოფილო დარჩაო,თითქოს მე ვიყავი მოედანზე და ვერ გავიტანე გოლები.ეს არაფრისმაქნისი სასწრაფოდ რომ დაიმატეს,რა გააკეთა?
status quo
15:23 14-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული