წილისყრა: თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

AutoSharing Option
15 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თბილისის "დინამოსა" და ერევნის "ალაშკერტს" (პირველი მატჩი 2:0) შორის გამარჯვებულის მეტოქე ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიურ "ვარდარს" შორის გამარჯვებული იქნება. პირველი მატჩი ზაგრების "დინამომ" სტუმრად ანგარიშით 2:1 მოიგო.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისის "დინამო" "ალაშკერტის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში სტუმრად გამართავს.

პირველი მატჩები 26/27 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 2/3 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 48 /
დინამოს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია,არ გვაინტერესებს დინამო ზაგრები და სელტიკები რა.
RRR
15 ივლისი 2016 20:48
0
უფრო ძლიერიც შეიძლებოდა და უფრო სუსტიც მეტოქედ.ხელწამოსაკრავი გუნდი არაა ზაგრების დინამო ჯგუფებში თამაშის გამოცდილება აქვს თან,მაგრამ დინამომ უნდა დაამტკიცოს რომ შეუძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა.ისე ალაშკერტს ერევანშიც უნდა მოუგონ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში დიდი შეცდომა იქნება პირველ ტაიმში გოლი უნდა გაიტანონ და ალაშკერტის საქმე წასულია მერე.
bebeto
15 ივლისი 2016 17:57
0
დინამო ჩემპიონთა ლიგაზე ნაღდად ვერ მოხვდება ამ თამაშით მაქსიმუმ ევროპა ლიგაზე მოხვდეს. ტყუილა ნუ ვიკვებებით ილუზიებით, იმიტომ რომ ბოლოს მაგრად დაგვწყდება გული.
kaxa
15 ივლისი 2016 17:34
0
დინამომ რომც მოიგოს და გავიდეს კარენა იტყვის ჩვენ გავედით თქვენ პროსტა მეტი გოლი გაიტანეთო :D აუუუ მიდი რა დინამო რაააა! ორი კარგი თამაშის ჩატარება გინდა! ვინმემ თუ დააკვირდით გიბრალტარის გუნდები რას უბერავენ რას უხდიან ასეთს! :D
luk
15 ივლისი 2016 17:13
0
კარენ:შენს აზრს მე არ ვაკნენ,მაგრამ მე ასე დავინახე დინამოს და ალაშკერტის თამაში.ალასკერტი მთელი ორი ტაიმი იჯდა კარებსი და ცდილობდა კონტრთამაშსს და ასეთ ჩამჯდარ გუნდს რომ ამდენ მომენტებს შეუქმნი და თანაც 2-0 ს მოუგებ ,ეხლა შენ დაფიქრდი და მერე გააკეთე დასკვნებიი
Nukri
15 ივლისი 2016 17:09
0
ნუკრის ვეთანხმები! თქვენ ალბათ გრენლანდიის მეხუთე დივიზიონის გუნდს ინატრებდით მაგრამ სადაა? და საერთოდ, როდესაც ალაშკერტის, დინამო ზაგრების, ვარდარის და ამ დონის გუნდებთან თამაშისას სათუო ხდება შენი შემდეგ ეტაპზე გასვლა, ფეხბურთს თავი უნდა დაანებო. სამწუხაროს მაგრამ ჩვენი დღევანდელი რეალობა ეგაა!!!
nukris vetanxmebi
15 ივლისი 2016 17:06
0
თბილისურ მატჩში გამოსარჩევი იყვნენ , რენე, კიტეიშვილი და დვალიშვილი, თუმცა გოლი რომ გაეტანა, დინამოელთაგან მართლაც გამორჩეული იქნებოდა, თანაც ყოველი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა, დაცვას კარგად დაეხმარა, ბოლომდე დაიხარჯნენ სამივენი , დანარჩენებმა მხოლოდ 20%-ით გამოავლინენ თავიანთი შესაძლებლობა!
gio
15 ივლისი 2016 17:03
0
არტაგ, ნუ არტაგუნებ... დაცვაში მაქსიმალური ყურადღება, სივრცეების დაკეტვა, ბურთის სწრაფი ამოტანა, ცენტრის კონტროლი, პასების სიზუსტე და აგრესიულობა თავდასხმაში - ეს ყველაფერი შეგვიძლია და უნდა მაქსიმალური მობილიზებით და ვაჟკაცური ფსიქოლოგიით ვეკვეთოთ! დედას ვუტირებთ თუ მოვინდომეთ, ტექნიკა და ნიჭი აქვს ყველა დინამოელს რაც მთავარია!
დინამო
15 ივლისი 2016 16:58
0
ნუკრი 1000% ძმაო! ეს არც ტოტენჰემია და არც რომა,თუ რამე უნდათ აქ სისხლი უნდა დაიღვაროს ამ თამაშში. მაგარი შანსია,ეხლა დაიწყებთ ამდენით გვჯობია იმდენი აქ ბიუჯეტი ესა ისა,არ გვაინტერესებს! გინდათ რამეს მიაღწიოთ ამათ უნდა გაცდეთ აბა სულ ალაშკერტებით მოფენილი როდია ლიგის გზა :)
luk
15 ივლისი 2016 16:58
0
აბა როგორ გინდა?თუ ლიგა გინდა ზაგრების დინამო კი უნდა დაამარცხო,თუარა და აბა გაჩერდი და აღარ იფიქრო ლიგაზეე
Nukri
15 ივლისი 2016 16:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული