შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხეს და III საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიური "ვარდარის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.
ანგარიში 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, რითაც ფაქტობრივად გადაწყვიტა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და გათანაბრება 51-ე წუთზე ნორაირ გეზალიანის გოლით მოახერხეს.
ეს იყო და ეს, ამის შემდეგ სომხურ გუნდს დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია,
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.