იურაი იარაბეკი: ზაგრებში მივემგზავრები - ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ჩვენი მეტოქე...

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, ანგარიში ფრედ ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

- თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა

"ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ბიჭებს აქტიური პრესინგის თამაში ვთხოვე. პირველ ტაიმში 3 კარგი მომენტი გვქონდა, საიდანაც ერთის გამოყენება შევძელით. მეორე ტაიმშიც არ
ვუჩიოდით მომენტების ნაკლებობას, მაგრამ ეს ფეხბურთის კანონია - ვერ გაიტან, გაგიტანენ.

დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რომელმაც ეს შედეგი და შემდეგი ეტაპის საგზური მოიტანა.

მარცხენა ფლანგზე შპიჩიჩის ნაცვლად ჭელიძე დავაყენე და არა - თევზაძე. ველოდი "ალაშკერტისგან" მწვავე შეტევებს, ამიტომ ჭელიძე ვარჩიე, თევზაძეს კი აუცილებლად მიეცემა თავისი შანსი.

ვფიქრობ, ჩვენი პირველი ტაიმი ყველა ჩვენს გულშემატკიავრს მოეწონებოდა. ყველა თამაშში გვართებს კონცენტრაცია. დღეს ზაგრებში მივემგზავრები. ხვალ ზაგრების "დინამო" მართავს იქ თავის შეხვედრას და დავაკვირდები, დასკვნებს გამოვიტან, შევისწავლი მათ თამაშს...

ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ჩვენი მეტოქე. ის ხორვატიის ჩემპიონია, ისევე, როგორც ჩვენ  ჩვენი ქვეყნის - ორივე გუნდი ძლიერები ვართ. მათი ბიუჯეთი ძალიან დიდია, თუმცა ყველა თამაში იწყება ანგარიშ 0-0-დან და შანსები 50-50-ზეა. ფავორიტი მეტოქე გუნდი იქნება და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - განაცხადა იარაბეკმა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური სწორედ "დინამომ" მოიპოვა, სადაც საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონის პოტენციური მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ესენი წაგებენ დინამო ზაგრებთან ესენ რო ტამასჰობენ იმას ტამაში ქვია ყველამ ისწავლა ტამაში ესენი ერტ ადგილას ბუქსაობენ სირცხვილია
lasha
20 ივლისი 2016 13:05
0
ყანა, გუშინდელი თამაშით ყანა, სად ნახეთ მეკარე (კაი 1 შეცდომით ნუ შევაფასებთ), მოაშორეთ ეს ჭანტურისშვილი და ......, დვალიშვილს წონაში დაკლება არ აწყენდა, ცოტა ივარჯიშეთ, რა ზაგრები, რის დინამო
შაკო
20 ივლისი 2016 12:45
0
ქუთაისელს!

ნეტა იმას მოგვასწროს ღმერთმა მეც და შენც, ლიგის (სულ ერთია ევროპის იქნება თუ ჩემპიონთა) ფინალში დინამო ტორპედოს დაპირისპირება ვნახოთ და პირობას გაძლევ დინამოს ფანობის მიუხედავად ტორპედოს მხარეს ვიქნები :)
გულშემატკივარი
20 ივლისი 2016 12:42
0
როგორც ფრანგები ამბობენ შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო.ამ დინამოს ყველაფერი აქვს სირბილი,გახსნა,პასი,ფლანგებიდან შესვლა,თავით თამაში,აზროვნება და რაც მთავარია რამოდენიმე ნაკრების გამოცდილი მოთამაშე.მწვრთნელმა თუ სწორი ტაქტიკა აირჩა და თუ იღბალიც ცოტა ჩვენსკენ იყო თავისუფლად შეიძლება ზაგრების გავლა.დევდარიანის დილამ ხორვატიული ლიდერი არ გამოაგდო?
მე მჯერა
20 ივლისი 2016 12:35
0
დინამოს ფაქტიურად მეკარე არ ჰყავს და მხოლოდ მცველების იმედზეა, შავ დღეში ჩაგვაგდებენ ზაგრებში, მაგრამ სჯობს იქვე მოთავდეს ყველაფერი და უფრო მაღალ დონეზე უფრო დიდი გაფარჩაკება არ ვყლაპოთ. მიჩვეულები კი ვართ, მაგრამ მაინც უხერხული იქნება ასტრონომიული ანგარიშებით წაგება... გუშინ კოპენჰაგენის თამაშს ვუყურე და უცბად დინამო წარმოვიდგინე კრუზეიდერსის ადგილას, მაგრად შემეცოდნენ....
მსქროლავი ტროლი
20 ივლისი 2016 12:29
0
პირველ რიგში ხვდებით ალბათ რომ ჩემთვის ტორპედო უფრო ახლოსაა, მაგრამ როცა საერთაშორისო თამაშია, ჩემთვის ყველა გუნდს საქართველო აწერია. კარგიც და ცუდიც ორივე აისახება ჩვენს სახელზე და მინდა ყველამ ეს გაითავისოს.
ეხლა კი ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც ცუდი სიტყვების კორიანტელი არ დაეზარა. თქვენ თუ გინდათ კრიტიკულები იყოთ შეურაცყოფას თავი დაანებეთ. კაცს რომ შეურაცყოფას მიაყენებ შენგან მართალსაც აღარ მიიღებს. მეც მეშინია რომ ასეთი თამაშით კარგი დღე არ დაგვადგება, მაგრამ რატომღაც მჯერა რომ იქ ასე არ მოეშვებიან.
რათქმა უნდა ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი გუნდს, მაგრამ გულშემატკივრებს არაფერი გვაქვს გამოსასწორებელი? თქვენი აზრით გულშემატკივრობა გინებას ნიშნავს? არასოდეს გაგჩენიათ შეკითხვა რატომ თვლიან უცხოელები ჩვენს გულშემატკივრებს კარგებად. ჩემის აზრით იმიტომ რომ ერთადერთები ვართ საკუთარ გუნდს რომ ვშლით შეურაცყოფებით. თუ ასე მაგრები ხართ გადით და თვითონ ითამაშეთ (მე შენ გეტყვი გუნდის ჩამოყალიბებაა რთული, თან როგორც ვატყობ ექსპერტებითაა სავსე აქაურობა).

ფეხბურთელებო ერთი-ორი სიტყვა თვენთვისაცა მაქვს სათქმელი.
ყოველივე ზემოთნათქვამის გამო არ ჩათვალოთ რომ მომეწონა რაც გუშინ დინამომ და მანამდე დილა, საჩხერე სამტრედიამ გააკეთეთ, მაგრამ მინდა რომ ბოლო-ბოლო კარგად გაითავისოთ ერთი რამ შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ თავდაუზოგავი შრომა მხოლოდ მაშინ მოახერხებთ კლასის ხარჯზე თან სასურველი შედეგის მიღწევას და თან ძალების ისე დაზოგვას (თუ ეს მართლა დაზოგვა იყო და არა ჩავარდნა ფიზიკაში) ჩვენ რომ არ შეგვრცხვეს თქვენს გამო.

წარმატებები ყველას
უკეთესი თამაშის მოლოდინში ქართული სპორტის გულშემატკივარი და არა ფანი.
ქუთაისელი
20 ივლისი 2016 12:27
0
მოკლედ გავედით! ამ ოთხი ტაიმიდანთბილისური მეორე ტაიმი ყველაზე მაგარი იყო და არა მარტო იმიტომ რომ ორი გოლი გავიდა, გუნდი სულ შეტევაში იყო, კარგად კომბინირებდა. რაც შეეხება ერევნის თამაშს, იარაბეკის მატჩის წინა კომენტარი მახსენდება, გოლის გასატანად ჩამოვედითო, და მართლაც, გოლი გაიტანეს თუ არა გუნდი დადგა და მეორე ტაიმში კი იყო მომენტები, მაგრამ მიზანმიმართული და კონცენტრირებული შეტევები არ ყოფილა საერთოდ, განსხვავებით თბილისური მატჩის მეორე ტაიმისგან. ესეც, პრინციპში, გასაგებია. ახლა ზაგრებს რაც შეეხება (ისე არ გასულა ჯერ, და ვარდარიც სერიოზული გუნდია), რა თქმა უნდა კარგი გუნდია, დინამოზე კარგი, მაგრამ მჯობნზე მჯობნი რამ დალია, ეგრე რეალმა მოიგო ლიგა, ყველა გუნდზე მაგარია და აღარ ეთამაშოს აწი არავინ, მაინც მოგვიგებსო. ისე, ლამის ნახევარი ნაკრებია დინამოში და რაღა ქნას მეტი ამ ფიფიამ, მაჰრეზი და ვარდი ჩვენთან არ ჩამოვლენ და რა რესურსიც გვაქვს, იმით უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ დღეშია, ვერც ვერავის მოთხოვ შედეგს და მითუმეტეს ლიგაზე გასვლას. აი მაგალითად კალათბურთის ნაკრები თუ ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავა, ის გასაკრიტიკებელი იქნება, მაგრამ აბა ფეხბურთში რა აზრი აქვს საუბარს. ელემენტარულად, დინამომ დაცვითი ფეხბურთის თამაშიც კი არ იცის, რადგან ჩვენ ჩემპიონატში არ არსებობს გუნდი მასთან უპირატესობა ქონდეს და დაცვაში ჩააყენოს დინამო. მერე მოდი და ილაპარაკე ლიგაზე. ისე, თუ თავისი ფეხბურთი (შემტევი) ვერ ითამაშა დინამომ, ძალიან გაუჭირდება
გულშემატკივარი
20 ივლისი 2016 12:26
0
ასე რამ გაგაბოროტათ ხალხნო, გავიდა დინამო და ეს ყველას გვახარებს და შემდეგ ეტაპს რაც შეეხება ძალიან რთული ორი თამაში გველოდება და იმის მაგიოვრად რომ დადებითი დაწეროთ და წარმატება უსურვოთ, ზიხართ და უაზროდ ილანძღებით გეყოფაათ....
sss
20 ივლისი 2016 11:36
0
ამ კომენტარებში იმდენი პროფესორი, ფეხბურთის ექსპერტი და უბრალოდ კრიტიკოსია , რომ წარმომიდგენია რომ წაეგოთ რას ააქოთებდნენ აქაურობას). გუშემატკივრობისგან შორს ვართ . ეს არის დღეს რეალობა. უმეტესობა ვინც კომენტარებს აკეთბთ დიდი სიხარულით ელოდებით დინამოს განადგურებას რომ მერე მოიმარჯვოთ კომპიუტერები კომენტარების გასაკეთებლად. მე უბრალოდ ვუგულშემატკივრებ დინამოს. ) მეტი პოზიტივი ხალხო რა გჭირთ. ?
goran
20 ივლისი 2016 11:27
0
ეს მეკარე ვინააა :D:D:D:D ლომაია ჩააყენოთ ჯობს ეს ფავშე მოყვარულს გავს
ika
20 ივლისი 2016 11:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული