ლადო დვალიშვილი: თუ ჯგუფში მოხვედრა გვსურს, დღევანდელი მეორე ტაიმი გამოსასწორებელია!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა ერევნის "ალაშკერტის" ბარიერის გადალახვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, ანგარიში ფრედ ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

- თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა

"დასახულ მიზანს მივაღწიეთ. თუ ჯგუფში მოხვედრა გვსურს, ის თამაში, რომელიც დღეს მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, გამოსასწორებელია. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა - ჯგუფში მოხვედრა გვსურს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ხვალ ვნახავთ ჩვენი შესაძლო მეტოქეების
დაპირისპირებას. თუ ზაგრების "დინამო" შეგვხვდა, თავდაჯერებულობის, მონდომებისა და მაქსიმუმის გაკეთების ხარჯზე შეგვიძლია გავცდეთ და მინიმუმ ევროპის, მაქსიმუმ - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ.

მადლობა გულშემატკივრებს. გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელია და დღესაც ასე იყო - ისინი გუნდს ძალიან დაეხმარნენ!", - განაცხადა დვალიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვეთანხმები გიოს. ქვილითაია ამ ორ თამაშში ერთერთი უსუსტესი იყო. ასეთი თამაშით არათუ ძირითადში არამედ დინამოშიც არ იმსახურებს ადგილს. თავზე დაასვეს ბურთი კარის წინ და ვერ გაიტანა. მეორე შემთხვევაში იმის მაგივრად რომ პირდაპირ კარში დაერტყა 5-ჯერ დაჭირდა ბურთთან შეხება და მცველმა დაბლოკა. და ეს ალაშკერტთან! ამაზე სუსტი გუნდ უკვე აღარ შეხვდება დინამოს. ამ ასაკში და ამ ასპარეზზე უკვე უნდა აჩვენო თუ რამე შეგიძლია. მაგალითად გამოდგება ზაგრების დინამოს 21 წლის თავდამსხმელი მარკო პიაცა, რომლითაც იუვენტუსი დაინტერესდა. ქვილითაია 22 წლის არის, თუ დიდი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს როდის უნდა დაიწყოს თამაში?
ლუკა
21 ივლისი 2016 02:29
0
გიო,დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ,ბევრი ფეხბურთელის თამაში მინახავს. დამიჯერე ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია.თუ თავის თავზე იმუშავებს,ფიზიკას მოუმატებს და მეტად თავდაჯერებული იქნება დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
20 ივლისი 2016 15:39
0
"ნ"
ქვილითაია ექსტრაკლასის ფორვარდი გახდება თუ არა ვერ გეტყვი მაგრამ ამ ორ თამაშში რაც ვნახე საერთოდ როგორ ხვდება განაცხადში საკვირველია... მაგარი ზანტია მოედანზე დაფამფალებდა და ყველა ბურთი დაკარგა... და შენ რა გაძლევს იმის იმედს რომ ექსტრაკლასის ფორვარდი გახდება????
Gio
20 ივლისი 2016 14:37
0
როცა თამაში გაკეთებულია, მაკრატელაც უნდა დაარტყა,ფინტებით დრიბლინგიც სცადო და საკუთარი და გულშემატკივრის სიამოვნებისთვისაც ლამაზად ითამაშო.ოღონდ ზომიერებაა საჭირო,უნდა იცოდე სად და ვისთან.ქვილითაია ძალიან კარგი ბიჭია,ცოტა მეტი სითამამე და თავდაჯერებულობა და ექსტრაკლასის ფორვარდი გახდება. წარმატებები გიორგის და მთელ გუნდს!!!
20 ივლისი 2016 11:15
0
ჯგუფში მოხვედრას ყველა ფეხბურთელის დაუღალავი შრომა და თავმდაბლობა სჭირდება.
შოკირებული გულშემატკივარი
20 ივლისი 2016 09:25
0
ლადო, მადლობა რომ გაისარჯეთ და გამოირჩეოდით ორივე თამაშში დაუღალავი შრომით, მაგრამ დინამოს ყველა ფეხბურთელი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე როგორც თქვენ. გამოცდილმა დინამოელებმა უნდა ლიდერობა გამოიჩინოთ მოედანზე. თამაში უნდა დაალაგოთ, ბურთი გააკონტროლოთ. ასე დაბნეულად და ალალბედზე თამაში მიუღებელია. ეს ხომ საქართველოს ჩემპიონატი აღარ არის რომ შეგრჩეს ამპარტავნობა, მაკრატელების გაკეთება, არასწორი პასები, ვითომ ინდივიდუალური თამაში, რომელიც არ გამოგდის მაგრამ მაინც აწვები? ან ბურთის დაკარგვა საკუთარ კართან ახლოს? დაცვიდან უმისამართო გამოტანა ბურთის? უამრავი კომპონენტია დასახვეწი. მთავარი არის თავმდაბლობა და შრომა, რისი კარგი მაგალითიც თავად ხართ. ლადო, ასე თქვენსავით უნდა თავმდაბლურად და მუხლჩაუხრელად იმუშაოს მთელმა გუნდმა, თითოეულმა ფეხბურთელმა. დინამოს აქვს შანსი შემდეგ მეტოქესთან, თუ თითოეული დინამოელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმზე ითამაშებს. წარმატებებს გისურვებთ ლადო და მთლიანად დინამოს.
ლუკა
20 ივლისი 2016 01:07
0
ლადო,ჯგუფში მოხვედრა კი არა არ გახიოს დინამო ზაგრებმა 8-0 მასეთი თამაშის გამო.
Guadua
19 ივლისი 2016 22:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული