თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამო" სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:2.

პირველ ტაიმში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს 3 წუთში დაშვებული ორი შეცდომის ხარჯზე ხორვატებისგან ორი გოლი მივიღეთ - 39-ე წუთზე "დინამოს" კარი ჰილალ სოუდანმა აიღო, შემდეგ კი 42-ეზე თავისი გოლი ანტე ჩორიჩმაც გაიტანა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რის შემდეგაც უკვე მე-60 წუთიდან უპირატესობა ხელთ თბილისის "დინამომ" იგდო და რამდენიმე მომენტიც შექმნა, რომელთა რეალიზებაც, ქართველმა ფეხბურთელებმა,
სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 2 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 32 /
იარაბეკის ტვინში ჩამახედა ერთი... გაუხსნა თამაში,კონტრშეტევებზე ჩვენ უნდა გვეთამაშა და აქეთ გაგვიტანეს ორი გოლი კონტრშეტევაზე! ამისულაშვილი და გელაშვილი ვეღარ აკმაყოფილებენ დინამოს დონეს ან ეს კურიე რაზე ჩამოიყვანეს,ეგეთი ფეხბურთელები საქართველოში ვედრა მანეთად არის... დვალიშვილი ყოჩაღ მაგ დონის ფეხბურთელი დღეს საქართველოში არარის,პარუნაშვილი მომეწონა კარგი ბიჭია და თუ იშრომა დიდ ფეხბურთს ითამაშებს... მთლიანობაში ცუდათ არ უთამაშიათ მაგრამ გუნდს აშკარად აკლია ერთი ორი მაღალი დონის შემსრულებელი და მწვრთნელი,ეს თამაში მწვრთნელის წაგებულია...
TB-D
27 ივლისი 2016 02:39
0
ძალიან გულდასაწყვეტი კი არა კატასტროფულად მტკივნეულია ასეთი წაგება, 1 გოლამდე ვითომ რაღაცას ვთამაშობდით, იმედი მომეცა და ... გელაშვილი რატომ უნდა გყავდეს გუნდში, წლებია რეგრესი აქვს. ხალხი არაფრიდან ქმნის გოლს, აფუჭებს კიდეც მაგრამ მთელი თამაში მხოლოდ ეს რომ არის შენი შანსი და 4 მეტრიდან დაუცველ კარს ააცილებ .... მეკარე ერთერთი სუსტი წერტილია-ალაშკერტთან თამაშსიც გამოჩნდა. მეკარე 50% არის გუნდის და ეს ჯერ როგორ გამოვიდა 1 გოლზე (შეიძლება მაინც გასულიყო უეჭველი აეღოო არ ვამბობ) და მეორეზე კარის ხაზზს არ მოშორდა როცა მეკარის მოედნის კუთხისკენ უნდა ამოწეულიყო. დაბალი დონის არის ძალიან და რატომ და ვინ ჩამოიყვანა საინტერესოა
Levani
27 ივლისი 2016 02:24
0
თავს რატომ იტყუებთ. თბილისში ბევრად უფრო გაუჭირდება დინამოს რადგანაც თავიდან ფეხებამდე როცა გაშიფრეს გოლებმაც არ დააყოვნა და მაინცდამაინც თავიც არ მოუკლავთ რადგანაც პარასკევს ჩემპიონატის თამაში აქვთ, რომ განმეორებითი მატჩისთვის მეტი დრო დარჩეთ. ამითი განსხვავდებიან ევროპელები რომ გეგმაზომიერად მიყვებიან თავის საქმეს.
........
27 ივლისი 2016 02:13
0
gri-ს მარტო ხელფასი არაა ფეხბურთი, მითუმეტეს მაშინ როცა მოთამაშეები ენტუზიაზმით არიან, უბეალოდ მოედანზე ვერ ამტკიცებენ საქმეს, სიტყვა სიტყვად რჩება, ისიც ფიფიას დავაბრალოთ ახლა რომ ფეხბურთელი 100 %-იან შანს ანიავებს
lasha
27 ივლისი 2016 01:34
0
იარაბეკის ტაქტიკური დონე ნულია
abrez
27 ივლისი 2016 01:29
0
ის ჯხარკავა სად წაიყვანე ფიფიფა ჯეიმი ვარდი რო დაიწუნა,,ეგეტი მენეჯერები არ გაუსვა არსად,,უგრეხელიცეს აკადემიის
cece
27 ივლისი 2016 01:23
0
სანამ გეყოლება მხოლოდ მწვრტნელების სვილები აკადემიასი ფიფია?
goga
27 ივლისი 2016 01:19
0
რეალურად შანსი არის მინიმალური,მაგრად უნდა გაგვიმართლოს რომ გავიდეთ.ეს შემადგენლობა შეინარჩუნოს უნდა დინამომ,არავინ უნდა გაუშვას და მომდენო წელს შედეგი მოვა
joi88
27 ივლისი 2016 01:17
0
ფეხბურტელებს ხელფას არ უხდის ფიფია ნორმალურს და რა იტამასონ მეტი,,
gri
27 ივლისი 2016 01:15
0
ხარისხი კარგი იყო, მაგრამ რას იზამ? ქართული სიბრიყვე, 3 წუთში 2 გოლი და ვერ გამოყენებული მომენტები. მიჭირს თქმა, და ალბათ ბევრი ოპტიმისტი გამაკრიტიკებს, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ დონესთან სადაც გვინდა ვიყოტ, ბიჭებს ტალანტი აქვთ, მაგრამ მწვრთნელის დავალებებს აშკარად ვერ ასრულებენ, ვერ დაიხვეწნენ, ვერ გაიზარდნენ, დვალიშვილი და რენე, სხვას ვერ გამოვყოფ ვერავის. ხორვატებს უკეტესი ინდივიდუალისტები ჰყავს
lasha
27 ივლისი 2016 01:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული