თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამო" სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:2.

პირველ ტაიმში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს 3 წუთში დაშვებული ორი შეცდომის ხარჯზე ხორვატებისგან ორი გოლი მივიღეთ - 39-ე წუთზე "დინამოს" კარი ჰილალ სოუდანმა აიღო, შემდეგ კი 42-ეზე თავისი გოლი ანტე ჩორიჩმაც გაიტანა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რის შემდეგაც უკვე მე-60 წუთიდან უპირატესობა ხელთ თბილისის "დინამომ" იგდო და რამდენიმე მომენტიც შექმნა, რომელთა რეალიზებაც, ქართველმა ფეხბურთელებმა,
სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 2 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 32 /
ხო ვთქვი დაგახევენ მეთქი ბურთს თავზე? აქ დავწერე. ესეთი ბანძი გუნდი რაც დინამოა ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელებით სხვა არც იყო მოსალოდნელი, რაც ამათსომხების უბანძეს გუნთთან ანტი ფეხბურთი ითამაშის იმის მერე განსაკუთრებით
beso
27 ივლისი 2016 00:49
0
:D:D:D:DD: :))))))))) წაით ბიძია დდდეიშალეთ :)))) რაის თბილისი და რაის დინამო :))))
Mandela
27 ივლისი 2016 00:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული