"დინამომ" ზაგრების ბარიერი ვერ გადალახა და ევროპის ლიგის პლეი-ოფშია

AutoSharing Option
დღეს, 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, თბილისის "დინამომ" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლა.

მატჩი ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მატჩის მე-8 წუთზე მარკო როგია, რომელმაც "დინამოს" კარი ზუსტი საჯარიმო დარტყმით აიღო. ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში, ხორვატიულმა გუნდმა ანგარიშით 3:0 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია.

თბილისის "დინამოსთვის" კი ამ მარცხით ევროასპარეზი არ სრულდება. თბილისელები თავიანთ მეტოქეს უკვე ევროპის ლიგის პლეი-ოფში დაელოდებიან. აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა პარასკევს, 5 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ხოდა მსაჯებით რო იგებენ იმიტომაც თამაშობენ მაგრად კარში ვერ ურტკავენ აცკობს ეგეთი ხალხი ალბათ ფიფიას და იმიტომაც კავს გუნდში აბა პატიოსან მშრომელ კაცს რა უნდა მანდ იმიტომაც არ აქვთ შედეგი
kote
03 აგვისტო 2016 11:45
0
roma,
არასამართლიანი ხარ! ფიფია არ არის კოკაია, ან სხვების მსგავსი, ის უკეთესია. ფიფიამ ძალიან ბევრი გააკეთა დინამოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის. ამას თავად ფეხბურთელები და უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ. მაგალითად ივო შუშაკი. და ეს მაშინ როცა ჩემპიონატში დინამოს თამაშებს 200 კაცზე მეტი არ ესწრება საშუალოდ. თუნდაც კოკაია ავიღოთ, კოკაიას დროს ზესტაფონი გაცილებით ძლიერი გუნდი იყო ფაქტია, და ეს კოკაიას დამსახურება იყო. და რა არის იმაში უარყოფითი რომ ქართული გუნდები სახელმწიფო პროგრამიდან მიიღებენ დახმარებას? აბა ჰაერით იკვებონ? თუ თამაშებზე მაყურებელი არ მოვიდა და ბილეთი ან სხვა პროდუქტი არ შეიძინა, თუ რეკლამა არ გაიყიდა, თუ სპონსორი არ დააფინანსებს, როგორ უნდა იარსებოს გუნდმა?
ქართველი გულშემატკივარი ყველა ვინც დინამოს გვერდში დაუდგა ამ თავსხმა წვიმაში იმსახურებს მადლობას. ეს საქმე, ქართული ფეხბრურთის ფეხზე დაყენება, არ გამოვა ერთი ან ორი კაცის ჯიბიდან დახარჯული ფულით, ან მხოლოდ გულშემატკივარის იშვიათი მხარდაჭერით სტადიონზე. ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ სტაბილურად, და გავაკეთოთ ეროვნულ ჩემპიონატში უპირველესყოვლისა იმათმა ვისაც გული შეგვტკივა ქართულ ფეხბურთზე. გუნდს იმიტომ კი არ გულშემატკივრობ რომ წინასწარ იცი შედეგი, არამედ იმიტომ რომ შედეგის მიღწევაში თანადგომა გამოუხატო და თანამომაწილე იყო წარმატებით მიღებული სიამოვნების, ან დამარცხებით გამოწვეული ტკივილის.

გივია-ს
ვეთანხმები რომ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებენ ბიჭები. ალბათ ამდენი კარს აცილებული ბურთი მხოლოდ მათი გამოუცდელობის ბრალი არ იყო. ზოგადად ფეხბურთელის განათლების დონე არის მისახედი. მაღალ საფეხბურთო ინტელექტს ხშირად სპორტსმენის განათლება განაპირობებს.

იურაი იარაბეკი არ არის ცუდი მწვრთნელი, და ის რომ უამრავი შანსი ქონდა დინამოს მწვრთნელის დამსახურება არის. მეორე საკითხია ის რომ ვერ ვიყენებთ შანსებს. ეს ალაშკერტთანაც გამოჩნდა, მითუმეტეს ზაგრებთან.
წარმატებას ვუსურვებ დინამოს ევროპა ლიგაზე. იმედია გულშემატკივარი გვერდში დაუდგება საკუთარ გუნდს ისე როგორც ზაგრებთან და ალაშკერტთან დაუდგა.
ლუკა
03 აგვისტო 2016 11:34
0
ეგ მართალია ფანი გეთანხმები აქ მაზავენ ყველაფერს და იმიტომ იგებენ მსაჯების მასტერია ალბათ ჯიშკარა
kaxa 2
03 აგვისტო 2016 11:22
0
გამაზოს ჯიშკარამ მსაჯები და მოიგებთ საკართველოში რასაც აკეთებთ
pani
03 აგვისტო 2016 11:15
0
ამ დღეებში მკაფიოდ გამოჩნდა(უკვე მერამდენედ)ქართველი გუშემატკივრების უვიცობა,ნუთუ ხალხო მართლა გჯეროდათ,რომ დინამო ამ ბარიერს დაძლევდა?ეს,ხომ უტოპია იყო,გაიგეთ ადამიანებო,ფიფია,კოკაია და სხვანი ესენი არიან ქართული ფეხბურთის დამაქცევრები,ისინი არ არიან დაინტერესებული გუნდების შენებით,მათ სულ სხვა გეგმები აქვთ,ისინი სხვა ხრიკებთან ერთად იმ 250000 მილიონ ლარს ელოდებიან და მერე ეძიეთ სად გაქრება ეს ფული,ხოლო ქართული ფეხბურთი იგივე დონეზე დარჩება,გეგუჩაძე,დევდარიანი,ცეცაძე,მაისურაძე,ფრუიძე,იარაბეკი და კიდევ სხვანი არიან დაბალი დონის მწვრთნელები,უხარისხო სპეციალისტები,ისინი,რომ რამეს წარმოადგენდნენ,მათ საქართველოში ვინ გააჩერებთ,ცოტა ჭკუას ძალა დაატანეთ ხალხო,ან დვალიშვილს,რომ აქებთ,რას აკეთებს,მხოლოდ და მხოლოდ ფაფხურობს და მორჩა,მთავარი შედეგია და მერე დანარჩენი,ის დანარჩენიც არაა,ევროპელებზე ეშმაკი ხალხი არარსებობს,ისინი ყველაფერს ამჩნევენ,კარგსაც და ცუდსაც,გაიფართხალა ცოტა ქვილითაიამ და მაშინვე წაიყვანეს ავსტრიაში და ჩემს მიერ ჩამოთვლილ მწვრთნელებს სახეირო რამ,რომ ეტყობოდეს ვინ გააჩერებს მათ საქართველოში,არავინ,ლოგიკურია ხომ,ასე,რომ ფეხბურთელებმა კარში დარტყმა არ იციან,პასის მიცემა არ იციან,კაცის მოტყუებაზე ლაპარაკი,ხომ ზედმეტია და თქვენ გინდათ ასეთმა გუნდმა ზაგრებს მოუგოს,ვერ მოგართვეს,ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება და თუ რამე არ შეიცვალა არც არასდროს არ მოხდება,ეს გამორიცხულია.
roma
03 აგვისტო 2016 10:42
0
ამინდმაც და ხორვატებმაც ცივი წყალი გადაგვასხეს
ნიკოლოზ
03 აგვისტო 2016 10:24
0
ვაი და უი ფიფია რაში დი ვისში ყრი ფყლს და ამით გინდა მოიზიდი მაყურებელი? როდემდე უნდა ვიყოთ ამ დგეში. აკადემიას მიხედე ფულის საკეთებელი სტანოკი რომ გააკეთე იქაურ ტრენერებს მიხედეეეეე
მერაბი
03 აგვისტო 2016 10:06
0
ჩემი აზრით კი ზაგრებმა 10 თავით გვაჯობა ყველაფერში-ტაქტიკა გინდა თუ ტექნიკა თუ ეშმაკური უხეშობა,ჩვენ კაი ხანს ვერ ვისწავლით ამას
kaxa
03 აგვისტო 2016 10:06
0
ამათ ხელფასი უნდა ქონდეთ 200 ლარი მაქსიმუმ. რაში ხარჯავს ფულს ვერ გამიგია. წავიდეს და იმ ფულით სტადიონებზე ქინძი მოიყვანოს მეტი მოგება დარჩება.
fffffff
03 აგვისტო 2016 09:48
0
ფიფია ვაი რა ტყუილა ხარჯავ ფულს. თუ დაითვალე გუშინ მეკარეს რამდენჯერ დაუბრუნეს ბურთი. ყველაზე მეტჯერ შეეხო მეკარე ბურთს და ამით გინდათ ხალხი მოიზიდოთ სტადიონზე? ვავაააააააა
გიო
03 აგვისტო 2016 09:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული