"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფან-კლუბი "ელიტა - დინამო თბილისი" 2 აგვისტოს "დინამო არენაზე" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფან-კლუბმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფეხბურთელებთან მომხდარი შელაპარაკების შესახებ ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სხვადასხვა გვერდზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩვენსა და "დინამოს" ფეხბურთელებს შორის მოხდა შელაპარაკება. ამ ვიდეოებზე კომენტარები კი ყოველგვარ რეალობას სცილდება და მარაზმში გადადის. "დინამო ზაგრებთან" წაგება არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ პირველ მატჩში, ზაგრებში, "ელიტის" ორი წევრი იყო ჩასული. ბიჭებმა საზაფხულო დანაზოგები დახარჯეს, ბოლო თეთრები გაიმეტეს და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად ძალიან გრძელი
გზა გაიარეს. მატჩის შემდეგ კი სტუმართა სექტორზე, სადაც "ელიტის" წევრები იდგნენ ბანერებით, ჭანტურიშვილის გარდა, არავინ მივიდა. იგივე სიტუაცია მეორდებოდა დღეს "დინამოს" სტადიონზეც. 3-4 კაცი მოვიდა ჩვენს სექტორთან ახლოს. დანარჩენები კი გასახდელში გარბოდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მოსულიყო სექტორთან. მათი მოსვლის შემდეგ კი მარტივად ავუხსენით ზაგრებში მომხდარი სიტუაცია. ჭანტურიშვილმა ჩვენი პატივისცემის ნიშნად ერთ-ერთი ფირმის მაისური მიიღო საჩუქრად. ''თქვენ არ ხართ დინამო'' კი მხოლოდ ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა იწყინა და ჩვენ ამას ვაფასებთ. იმედია, შეცდომას გამოასწორებენ და "დინამოს" პრესტიჟს დაიცავენ.

p.s. შელაპარაკების დროს, როგორც შემდეგ გავიგეთ, იყო პირადული შეურაცხყოფა ფეხბურთელების მიმართ, რამდენიმე "მალალეტკის" მხრიდან. ისინი პანღურებით აორთქლდნენ ტრიბუნიდან და ვეღარასდროს დადგებიან ჩვენ გვერდით.

ასე რომ, შეეშვით ამ უაზრო კომენტარებს და ეროვნულ ჩემპიონატზე დაიწყეთ სიარული. გაგიკვირდებათ და ჩვენ იმ დროსაც იქ ვართ".

იხილეთ ფან-კლუბ "ელიტის" მიერ გავრცელებული ვიდეო
Sportall.Ge

- "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს ფანების ნაწილთან შელაპარაკება მოუვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 26 /
ragbze midit da naxet ra kargi situaciaaa da rogor win miiwevs qartuli ragbi mibadzet bichebs
fexburtis ketilis mosurve
03 აგვისტო 2016 17:16
0
ესენი გულშემატკივრები არიან თუ ფაშისტების ასკოლკები? :) ვაი ჩვენს პატრონს.....
Vova
03 აგვისტო 2016 17:15
0
ორი ფანკლუბი ცოტაა, 20 ფანკლუბი მაინც უნდა ყავდეს დინამოს.
ნეიტრალი
03 აგვისტო 2016 16:42
0
მიდით რაგბის თამაშებზე (მხედველობაში მაქვს დიდი 10) და თამაშის ბოლოს ნახავთ როგორ აცილებენ მოგებულ-წაგებულებს გულშემატკივრები და როგორ მადლობას იხდიან მოთამაშეები. ისწავლეთ მათგან, სწავლა სირცხვილი არ არის.
ketilis msurveli
03 აგვისტო 2016 16:18
0
რა ფანკლუბი ხარტ ტქვენ?ხურდებზე საჯაროდ საუბრობტ
gagnidze akademia
03 აგვისტო 2016 16:06
0
ერთგულად რომ გულშემატკივრობთ ძალიან კარგია, მაგრამ თქვენი მოთხოვნა რომ თამაშის შემდეგ მთელი გუნდი თქვენთან უნდა გამოცხადდეს ცოტა გადამეტებულად არ გეჩვენებათ?
ფერნანდო
03 აგვისტო 2016 15:50
0
ხო აქაც ვერ დაინახეს მგონი 30 000 კაცი მოსული რომ იყო)))))))))))) ფანკლუბზე არაფერს ვამბობ 30 000 კაცი ვერ დაინახეს თორემ სხვანაირი თამაში წავიდოდა)))))))))))))))))))))))))))))))
svani
03 აგვისტო 2016 15:49
0
bavaria .. რას ქვია ძმაო მერე რა რო არ მივიდნენ ?? იმას რო ითხოვენ დღე და ღამე სტადიონზე იარეთო ელემენტარული პატივისცემააიქნებოდა მათი მხრიდან რო მისულიყვნენ ის 2 კაცი იქნებოდა თუ 2000 რა მნიშვნელობა აქვს და მადლობა გადაეხადათ მარტო იმის გამო რო ამხელა გზაზე გაყვნენ და თავის გუნდს გვერდში დაუდგნენ .. რას ქვია გაბრაზებულები გასახდელში გაიქცნენ.. მე შენ გეტყვი და არ არიან ეხლა ესენი წაგებას მიჩვეულები და პირველად წააგეს ..
giorgi
03 აგვისტო 2016 15:45
0
ვერ გავიგე, რატო არ მივიდნენ ტრიბუნასთან ესაა ამათი პრეტენზია?! მერე რა რო არ მივიდნენ, მერე რა რომ ბოლო ფულით წავიდნენ, არ იყო წასაგები თამაში ზაგრებში და შეიძლება გულდაწყვეტილებმა და საკუთარი თავით უკმაყოფილოებმა არ გაუკეთეს რევერანსი გულშემატკივრებს, ცოტა თამაში გვინახია, როცა წაგებით გულდაწყვეტილი ფეხბურთელები სასწრაფოდ გასახდელისკენ მიდიან? ამიტომ უნდა აგინოთ? ეს რა აბიჟნიკური პრეტენზიაა, რატო არ მოხვედი ტრიბუნასთან?!
bavaria
03 აგვისტო 2016 13:55
0
მართლები ხართ, როცა ამბობთჩემპიონატზე უნდა ვიაროთ გულშემატკივრებმა და პატივი ვცეთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი გულის გუნდებს. და ერთიცააა ცოტა მეტი თავდაჯერება, ცოტა მეტი თავის პატივისცემა და თავდაუზოგავი შრომა. ისე კი ძალიან ადვილია ბარსელონას და ბაიერნის მაგვარი გუნდების გულშემატკივრობა... გმირობააა უგულშემატკივრო ჩვენნაირ გუნდებს...... დინამო, დინამო, დინამო, მაგრამ ამჯერად ბათუმის.....
დავითი ბათუმიდან
03 აგვისტო 2016 13:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული