ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს "დინამო არენაზე" ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ ნომინალური ფორვარდის გარეშე ჩაატარებს.

მოგეხსენებათ, "დინამო" რამდენიმე დღის წინ ორმა თავდამსხმელმა დატოვა - ჯერ ვენის "რაპიდში" გიორგი ქვილითაია წავიდა, შემდეგ კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნიკოლოზ გელაშვილთან გაწყდა.

როგორც შევიტყვეთ, კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში ფორვარდით გაძლიერებას არ გეგმავს, გუნდის მესამე ფორვარდი ლადო დვალიშვილი კი ტრავმირებულია და პირველ მატჩს გამოტოვებს.

იურაი იარაბეკის გუნდში რჩება მხოლოდ ერთი ნომინალური თავდამსხმელი - 18 წლის ბექა მიქელთაძე, რომელსაც საეჭვოა,
მწვრთნელმა ნდობა გამოუცხადოს. მიქელთაძეს ევროთასებზე არცერთი წუთი უთამაშია.

დვალიშვილის გარდა, ტრავმების გამო პირველ შეხვედრას სტეფან ველევი და მატია შპიჩიჩიც გამოტოვებენ.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" 18 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
imedia 1999 ivit 7-0 ar tsaagebt
gio
17 აგვისტო 2016 03:07
0
თვდასხმაში მაგრად ვთამაშობ, თუ გასაჭირია არაა პროვლემა, ვითამაშებ, უფასოდ...
imereli
16 აგვისტო 2016 15:40
0
წინასწარ ეგუებიან წაგებას ყოჩაღ///ფიფია
rezi
16 აგვისტო 2016 10:51
0
რაც დავიმსახურეთ ის მივიღეთ:)))
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
16 აგვისტო 2016 10:49
0
იარბეკიც ყოფილი მცველია ამაშიც არ გაგვიმართლა თორე ხვალ მაგი შევიდოდა ფორვარდის პოზიციაზე გელაშვილზე კარგად ნაღდად ითამაშებდა პრინციპში ეხლაც კი ითამაშებს იმაზე კარგად.
MERO
16 აგვისტო 2016 00:17
0
ჯერ სულ რაიყო დინამო და ახლა რაღა იქნება?!
Z.LO
15 აგვისტო 2016 20:57
0
ყველამ კარგად იცის რო ხალხს ჩვენი ჩემპიონატი კი არ მოსწონს და გიჟდება საქართველოს გუნდებზე. ყველას იმის იმედი აქვს ყოველ წელიწადს რო ვიღაცა რაღაცას იზამს და ევროპაში გავერევით მაგრამ ეტყობა ყველა მთავრობის თუ საფეხბურთო მთავრობის მართველი პირები ფიქრობენ რო ჩვენ არაფერი გვესაქმება ევროპაში. თქვე დალოცვილებო ისე მაინც ვქნათ რო 1 გუნდი როგორმე შევიყვანოთ ამ ევროპაში თუ არა და გააუქმეთ ეს ფეხბურთი რო ხალხს ნერვები მაინც არ დააწყდებათ რავი. ჩორტივოზნაეტ. ჩემი მოკლე ჭკუით
ლევან კობიაშვილი 2
15 აგვისტო 2016 20:03
0
კურიე თუ გვიშველის, ამბობენ ფორმაში შევიდა და იმუქრება პაოკს თავ ბედს ვაწყევლინებო
ალეკო
15 აგვისტო 2016 19:59
0
კურიე თუ გვიშველის, ამბობენ ფორმაში შევიდა და იმუქრება პაოკს თავ ბედს ვაწყევლინებო
ალეკო
15 აგვისტო 2016 19:58
0
არ შეიძლება დინამო სახალხო გუნდი გახდეს და მთლიანად სახელმწიფომ აიღოს დაკისრებული ვალდებულებები ამ ერთ გუნდზე მაინც. და ყველა მოწვეულმა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს რო ხალხმა იქირავა და ყველაფერი უნდა დადონ ხალხისთვის. უნდა შეიქმნას საშვალო ევროპული დონის გუნდზე ცოტა უკეთესი მაინც თავიდან. დინამო რო დაიმკვიდრებს ჩემპიონთა ლიგაზე ინვესტორებიც მეტი გამოუჩნდება სხვა გუნდებს. ჩემი მოკლე ჭკუით
ლევან კობიაშვილი
15 აგვისტო 2016 19:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული