ვლადან ივიჩი: "დინამო" ძალიან ძლიერია, თუმცა მე ის ვარ, ვისაც არაფრის ეშინია!

AutoSharing Option
დღეს, 17 აგვისტოს, "დინამო არენას" მედია დარბაზში ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩის წინ, პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადან ივიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს ბერძნული კლუბი ხვალ "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!

"ეს მატჩი ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც "აიაქსთან" იყო. განსხვავებაში სხვა შემადგენლობას ვგულისხმობ. თუმცა მიზანი იგივეა - გამარჯვება. ვეცდებით ამჯერზე მოვახერხოთ ის, რაც ვერ მოვახერხეთ
"აიაქსთან". აქ მოსაგებად ჩამოვედით და წამითაც არ გვიფიქრია ფრეზე.

არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც რაიმესი ეშინია. დიახ, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ არაფრის მეშინია!

შანსებს 50-50-ზე ვაფასებ. გასათვალისწინებელია, რომ "დინამოში" 7 ფეხბურთელი თამაშობს, ვინც ძალიან გამოცდილია და სულ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრების მაისურით ესპანეთი დაამარცხეს.

ჩემი ფეხბურთელებისგან რწმენას და მეტოქეთა გუნდის პატივისცემას ვითხოვ. თუ მეტოქეს პატივს არ სცემენ, აუცილებლად დამარცხდებიან. აქ სრული, 22-კაციანი შემადგენლობით ჩამოვედით. უფლის წყალობით, ვინც 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა, ტრავმირებული არაა", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თავისი ჭკუით ვითომ დიპლომატობს ივიჩი.
თუ სენსაცია მოხდა და თბილისში წააგო,შინ
თავს გაიმართლებს, ხოლო თუ მოიგო-იტყვის ბრძოლაში გავიმარჯვეთო
qomagi
18 აგვისტო 2016 10:54
0
რა გაუხარდათ ბერძნებს დინამო რო შეხვდათ კენჭინსყრაში! აი გამართლება! 0:3 ჩემი პროგნოზი.
misho
18 აგვისტო 2016 10:30
0
ეკაიფე ოფლიან ბაყაყს ბიჭოოოო :) ძაან მაგარი არა შვანსკი. მაგრამ მაინც ჩვენ გავალთ ჯგუფურში :)))
grisha
18 აგვისტო 2016 10:20
0
Es kaci gvegadaveba albat.aba dinamo gundia? Zvel dinamoze xo ar ambobs? Zveli dinamo magat burts tavze gadaaxevda akac da ikac.paokisnair gundebs is dnamo cali fexit ugebda.eseni otxit ro ayamasho mainc caageben.sircxvilia bolo bolo
Goga
17 აგვისტო 2016 22:57
0
რას ბოდიალობს ეს კაცი...ძალიან ძლიერი არა ტოროლა...ჩვენ არ გვინახავს და ამან სად ნახა ერთი დინამოს სიძლიერე...ამას სხვა რომელიმე გუნდში ხო არ ვერევით
maradona
17 აგვისტო 2016 22:30
0
ივიჩი გვეკაიფება. ისე ვერც გაამტყუნებ: ხედავს ეს კაცი, რომ არასერიოზულ ხალხთან აქვს საქმე და თავი ქუდში აქვს. ბერძნები ძირითადად ოლიმპიაკოს-პანათინაიკოსის მეტოქეებზე საუბრობენ, "დინამოზე" დროსაც კი არ კარგავენ და "პაოკს" წინასწარ ულოცავენ გასვლას.
levani kaxeti
17 აგვისტო 2016 22:19
0

სიახლეები პოპულარული