ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!

AutoSharing Option
ბერძნული პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადან ივიჩმა ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პირველი მატჩი პაოკ-მა თბილისში "დინამოსთან" გამართა და მეტოქე გუნდი ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

- თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა

"შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. პირველისგან განსხვავებით, მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა - პირველში ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის გამოსწორებაც მეორე ტაიმში შევძელით. ჩემთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა ის ფეხბურთი, რომელიც ჩემმა გუნდმა პირველ 45 წუთში ითამაშა.

ფეხბურთში შეცდომები ხშირია - არავინაა უშეცდომო. დღეს შეცდომები ჩვენმა მეტოქემ
დაუშვა, რითაც ვისარგებლეთ, თუმცა ეგ არაფერი - მთავარია ამ შეცდომების სწორი ანალიზი გააკეთო და შემდგომში მათი გამოსწორება სცადო.

გუშინ, როცა ვთქვი, შანსები 50-50-ზეა, ნამდვილად ასე ვფიქრობდი. "დინამო" საკმაოდ ძლიერი გუნდია, სადაც გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობებ. მათ თავი პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი და რამდენიმე მომენტიც შექმნეს. სავსებით შესაძლებელი იყო, პირველი ტაიმი მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო...

ჯგუფურ ეტაპზე არ ვფიქრობ, ადრეა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, წინ მეორე მატჩია", - განაცხადა ივიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
შენღა გვაკლდი რო გვეკაიფო რა
Memo
19 აგვისტო 2016 02:35
0
ყველა რომ ასე გვეკაიფება თუ ატყობთ ა? უჰ ძალიან გვეშინია დინამოსიო და.. ჩვენ ჟურნალისტებს ხო მეტი არ უნდათ.. იმ დღესვე დიდი ასოებითაა სათაურები "მეტოქის მწვრთნელს და ფეხბურთელებს ჩვენი ეშინიათ")))))))
azazelo
19 აგვისტო 2016 02:18
0
ვერ გავიგე ძმაო დინამო რისთვის იყიდე ვაბშე რა,რას უპირებ ამ გუნდს ვერც მაგას ვერ ვხვდები...არადა მიყვარს ფეხბურთი და დინამო როგორც ყველა ქართველს.. ადამიანო გერმანიაში , ესპანეთში და სართოდ ევროპაში ქართველი ფეხბურთელი რომ ვერ გაქაჩავს ის საქართველოში დაბრუნებული ათჯერ უარესი რომ იქნება ეგ თუ არ იცი რას ერჩი დინამოს მაინც რა..მოგყავა ვიღაც კტო პაპალა უცხოელები და... ჯგუფი გინდა კაცო? ლიგის ფინალიც ხო არ გინდა? შენს ადგილას რომ ვიყო იმ ახალგაზრდა პერსპექტიულ ბიჭებს არ გაუშვებდი დავბლოკავდი მატ უაზრო ტრანსფერებს და ნელნელა გუნდს ავაშენებდი,მაგრამ რა მიზანი გაქ არ ვიცი და იქნებ ეგრე გაწყობს როგორც ახლა გაქ საატივიტ აწყობილი საქმე
vaxo
19 აგვისტო 2016 01:56
0
ვლადან ჯოგარო უშენოდაც ნერვებს ვიშლით წლებია ამ ინამოზე შენ რო არ დაგვემატო :D:D:D:D:D:D:
ika
19 აგვისტო 2016 00:29
0
ჯგუფურ ეტაპზე არ ვფიქრობ, ადრეა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, წინ მეორე მატჩია", - განაცხადა ივიჩმა. იცის დინამოს შესაძლებლობები )))))))))))))))) :d :d
Alex
19 აგვისტო 2016 00:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული