იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის საპასუხო მატჩს დინამოელები ხვალ სალონიკში პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავენ. პირველი მატჩი თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 დათმეს. ქართულ და ბერძნულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

- პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

"სამწუხაროდ, იმ თამაშის ჩვენება, რომლისაც თბილისში გვსურდა, არ გამოგვივიდა. ანგარიშიც მასპინძელთა უპირატესობაზე მეტყველებს...

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჩვენ აქ კარგი
ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ხვალ სწორედ კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით. ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა, თუმცა დაცვასაც უნდა მივხედოთ - მეტოქე კარგი გუნდია და კონტრშეტევაზე კარგად თამაშობს. ვეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც თბილისში გამართული მატჩის პირველი ტაიმი - იქ პაოკ-მა მეორე ტაიმში გვაჯობა!

ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი", - ციტირებს "დინამოს" თავკაცს ბერძნული sport24.gr.
მკითხველის კომენტარები / 72 /
ეს იარაბეკი მართლა უბერავს...
rezo
25 აგვისტო 2016 10:38
0
ცეცხლი წაეკიდა კომპის მონიტორს ტიპმა ისეთი ბოლი თქვა :დ ნამუსი რომ არ აქვს გასაგებია, მაგრამ ასეთი აფსურდი როგორ თქვა :დ
JRL
25 აგვისტო 2016 10:25
0
რას აწევინებთ ამ კაცს იქნება ჩვენც გვითხრათ ჩვენც მოვწევთ და მერე ისე ვუყურებთ თამაშს
Joni
25 აგვისტო 2016 10:24
0
რა კაი შავი იუმორი ქონიათ სლოვაკებს :)))
Shaqman
25 აგვისტო 2016 10:22
0
ფეხბურთელები იასნია რომ არა გვყავს, მაგრამ ეს კაცი ვინ შემოგვტენა. წადი რა ექიმს აჩვენე თავი.
dato
25 აგვისტო 2016 10:21
0
სადაც სამი იქაც მეოტხე გოლიც გაიტანეთ დამატებით დროში ნამეტანავათ დაიგლებიან ჵეხბურთელები..
giorgi
25 აგვისტო 2016 10:21
0
სად პოულობენ ასეთ მწვრთნელებს?ჯერ ჯოჯოხეთის მოწყჯბას აპირებდა!ეხლა დამატებითი დრო მოუნდა....დაგვცინის ნამდვილად.
მახო
25 აგვისტო 2016 10:19
0
ამას ჯანმრთელობის ცნობა არ მოსთხოვეს სამსახურში აყვანისას???
123
25 აგვისტო 2016 10:18
0
ჯობია დარჩეს იქ და პირდაპირ დაბრუნდეს თავის სამშობლოში
!!!
25 აგვისტო 2016 10:13
0
ოთხი გოლი ჯობია...დამატებითი დროის გარეშე...
maradona
25 აგვისტო 2016 10:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული