იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის საპასუხო მატჩს დინამოელები ხვალ სალონიკში პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავენ. პირველი მატჩი თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 დათმეს. ქართულ და ბერძნულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

- პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

"სამწუხაროდ, იმ თამაშის ჩვენება, რომლისაც თბილისში გვსურდა, არ გამოგვივიდა. ანგარიშიც მასპინძელთა უპირატესობაზე მეტყველებს...

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჩვენ აქ კარგი
ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ხვალ სწორედ კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით. ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა, თუმცა დაცვასაც უნდა მივხედოთ - მეტოქე კარგი გუნდია და კონტრშეტევაზე კარგად თამაშობს. ვეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც თბილისში გამართული მატჩის პირველი ტაიმი - იქ პაოკ-მა მეორე ტაიმში გვაჯობა!

ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი", - ციტირებს "დინამოს" თავკაცს ბერძნული sport24.gr.
მკითხველის კომენტარები / 72 /
გასარკვევია ერთი რამ: ამას მშობლები დილერები ხოარყავდა????
Dato
25 აგვისტო 2016 10:07
0
სადაც სამი იქანაც მეოთხე, რაღაზე იკლავთ თავს? თუ დამატებით დროში მოახერხებთ მხოლოდ მეოთხე ბურთის გატანას? :)
ეს კაცი მგონი მთლად სულელია, რა მნიშვნელობა აქვს დმაატებით დროში წააგებ თუ მთავარში? ხომ ცნობილია რომ ასე მოხდება, რაღაც იჭყიპები ამ ტყუილებით?
Jango
25 აგვისტო 2016 10:05
0
ღადაოობ?
kodala
25 აგვისტო 2016 10:04
0
აუ რას გვაბოლებს. ეტკობა ტავის მსაჯებიტ მიდის.ხარიტონა დაკვარაცხელია სჯიან. პენლების იმედი აქვს.
jjj..............
25 აგვისტო 2016 09:55
0
ეს კაცი არაა ნორმალური.
status quo
25 აგვისტო 2016 09:55
0
ჯერა ამ კაცს ეხლა რასაც ამბობს? ვკითხულობ და არ ვიცი გავიცინო და ვიტირო იქნებ თქვენ მაინც მირჩიოთ რამე. კიდე კაი არ თქვა შანსები 50/50ზეაო )))))))))
g.g
25 აგვისტო 2016 09:54
0
იმაზე არ ფიქრობ აქეთ რამდენს გაიგიტანენ?
999l
25 აგვისტო 2016 09:51
0
აბა რას იტყვის ტყუილად ჩავედიო? :D ისე რო გაუშვებენ რმე იუმორისტული შოუ წაიყვანოს
me
25 აგვისტო 2016 09:48
0
რას ბოდიალობს ეს კაცი, იმათ ფეხებს შეუკრავს?
333
25 აგვისტო 2016 09:45
0
ეს კაცი შარაფისტია
ereklees
25 აგვისტო 2016 09:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული