იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის საპასუხო მატჩს დინამოელები ხვალ სალონიკში პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავენ. პირველი მატჩი თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 დათმეს. ქართულ და ბერძნულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

- პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

"სამწუხაროდ, იმ თამაშის ჩვენება, რომლისაც თბილისში გვსურდა, არ გამოგვივიდა. ანგარიშიც მასპინძელთა უპირატესობაზე მეტყველებს...

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჩვენ აქ კარგი
ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ხვალ სწორედ კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით. ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა, თუმცა დაცვასაც უნდა მივხედოთ - მეტოქე კარგი გუნდია და კონტრშეტევაზე კარგად თამაშობს. ვეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც თბილისში გამართული მატჩის პირველი ტაიმი - იქ პაოკ-მა მეორე ტაიმში გვაჯობა!

ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი", - ციტირებს "დინამოს" თავკაცს ბერძნული sport24.gr.
მკითხველის კომენტარები / 72 /
ეს კაცი თავის პატრონიანად სხვა სამყაროში ჩარჩენილი.ვაი თქვე უბედურები,ხომ მოკალით ფეხბურთი ამ ქვეყანაში..
ბეჟანი
25 აგვისტო 2016 08:37
0
ყველა მიუნჰაუზენი ჩვენთან რატომ ხვდება ? არ მიყვარს ასე ლაპარაკი მაგრამ ფაქტია, საქართველოში ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებს ყველაფერი აინტერესებთ ამ სპორტის განვითარების გარდა
გგგ
25 აგვისტო 2016 08:16
0
ძველი ანდაზაა ხე ფესვებით ხარობს გიჟი იმედებითო
??????
25 აგვისტო 2016 08:02
0
ამას 500 ლარიანი გარანტირებული აქვს, თუ გადაიყვანა პატრულმა, უეჭველი ამოუგდებს, ეგაა ბიო აღარ შემოდისო
llcl
25 აგვისტო 2016 07:43
0
ბერძნებო დაგერხათ მე მჯერა ამ კაცის
გიორგი
25 აგვისტო 2016 07:43
0
"კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა"-ო.
მანჩო
25 აგვისტო 2016 07:09
0
დინამო თუ 3 გოლს გაიტანს,შიშველი ვირბენ დღეს საღამოს "მინიზე" !
andria
25 აგვისტო 2016 06:58
0
ეს კაცი ანთლად ჭკიანია, ან დიდი ........
guri
25 აგვისტო 2016 04:35
0
აი იუმორისტი. ბოლო სამ თამაშში გოლი არ გაუტანია დინამოს და ერთ თამაშში მოინდომა 3 გოლის გატანა. წარმატებებს გისურვებთ იურაი. საინტერესოა დინამოს რა ბედი ეწევა. ახალი მეპატრონე მოვა თუ ისევ ფიფია დარჩება?
ლუკა
25 აგვისტო 2016 04:31
0
ვაი შენს პატრონს უბედურს,რა უბედურებაააა.....ყველა გიჟები ჩვენ როგორ უნდა აგვეკიდონ.მაგრამ,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ისე ჩვენი საქმე და ბატონ იურაი იარაბეკის საქმეც
თავადი
25 აგვისტო 2016 03:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული