თბილისში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, თბილისელები დღეს სტუმრადაც დამარცხდნენ. ანგარიში უკვე მატჩის მე-5 წუთზე მენდეს როდრიგესმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე დინამოელთა კარში გიორგოს ტზაველასის გოლიც მოყვა - 2:0.
ამჯერად, "დინამოსთვის" და ზოგადად, ქართული კლუბებისთვის, წელს ევროასპარეზზე გამოსვლა წარუმატებლად დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" ევროპალიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ, "დინამომ" კი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს"