თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სლოვაკი მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი, ევროპა ლიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან მარცხის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" წერს:

- პაოკ-დინამო (თბ) 2:0 - სად მარხია ძაღლის თავი? [VIDEO]

"როგორც გუშინ, გვიან ღამით ჩვენმა კოლეგა კობა ინასარიძემ გვაცნობა, იურაი იარაბეკის ნაცვლად თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს ლევან გვანცელაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ბელორუსში იური კურნენინის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სხვათა შორის, უფრო ადრე, როცა "აქტობესთან" წაგების შემდეგ "დინამოდან" მიხალ ბილეკი გაუშვეს,
მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კახი გოგიჩაიშვილი, რომელსაც ის-ის იყო, დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი ჰქონდა მოგებული....", - წერს გამოცემა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან გვანცელაძე

იარაბეკის თბილისის "დინამოსთან" განშორების მიზეზი ევროთასებზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახდა. საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს" სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" წააგო (0:2, 0:1), ევროპალიგის პლეი ოფში კი ბერძნულ პაოკ-თან ორრაუნდიან ბრძოლაში, ჯამში 0:5 დამარცხდა.

53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა თბილისის "დინამო" იანვრის ბოლოს, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდიდან გია გეგუჩაძე წავიდა. იარაბეკმა 2015/16 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 83 /
რას ერჩოდით ამ ჩვენს "ი ურიას" :).
სხვებზე ნაკლები ფული მოითხოვადა ვერ აპატიეთ? ბოლო-ბოლო გასვლაზე 3:0-ს და დამატებით დროს დაგვპირდა. მერე რა რომ ვერც შეასრულებდა. ეგ გვიკვირს ქართველებს. სხვა ტყიული არასოდეს მოგვისმენია?! :)
ბოლო ბოლო ეს კაცი გვარს მაინც ამართლებს, აბა ყურადღებით დააკვირდით "იარა back" ანუ იარა უკანო.
ჰოდა რს ერჩი ფიფიავ ბატონო ამ კაცს, ჩვენ კიდე უკან სიარული გვინდოდა.
ფიფიავ ბატონო, მართლა დინამოს შველა თუ გინდა ისეთი მრჩეველი მოიძებნე ფეხბურთში ცოტათი მაონც რომ ერკვევა და ქვეყანა რომ უყვარს. კიდევ ვერ მიხვდი თავად რომ აშკარად არ იცი?!. ბურთს ჩვენც ვცნობთ მაგრამ ფეხბურთელობას კი არ ვიბრალებთ.
ისე ზოგიერთებს, რომ უხდით მაგ ხელფასზე მეც კარგად ვითამაშებ. 5 წუთს მეც კი ვირბენ, მეტი მაგენს მაინც არ შეუძლიათ და კარს კიდე 10 მეტრზე ნაკლებითაც ავაცილებ პრობლემა არაა, ბურთს მაინც მოვარტყამ ფეხს :).

მეგობრებო, ყველას ბოდიშს გიხდით, მაგრამ ისე ნასიამოვნები ვარ თამაშებით (მარტო დინამოს არ ვგულისხმობ) ვეღარ დამეტია გულში.
ქუთაისი
16:16 26-08-2016
0
ყველაფერი არის ფიფიას ბრალი ამხელა კაცი ვერ მიხვდა, ამდენი ფაქტია თან რო ამ მწვრთნელის წასვლა მოსვლით არ იცვლება სიტუაცია,შე დალოცვილო ამხელა ფული გიშოვია უტვინო რო ოყო ვერ მოახერხებდი ხოდა ცოტა აამუშავე გონება იარაბეკი იქნება თუ კლოპი აზრი?მე მანქანის მართვა არ ვიცი ფერარიზე დავჯდები თუ სემიორკაზე აზრი წინ წავალ?
vazha
16:31 26-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული