საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უეფას პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის სტუმრობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ასევე დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც სლოვენიელმა ალექსანდერ ჩეფერინიმ გაიმარჯვა.
არავინ გვირევიაო. მაინც ფუტბოლი
პანაშვიდია და ფედერაცია მავზოლეუმი. მომავალ პანაშვიდამდეეეეე......