"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს საქართველოს დედაქალაქში "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრება, რომელიც "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

გროზნი მოლაპარაკებებს გამართავს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან და კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან, თუმცა ამ მომენტისთვის მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა გადაწყვეტილი არ არის.

60 წლის უკრაინელი მწვრთნელი ბოლოს უკრაინულ "ჰოვერლას" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ხელმძღვანელობდა "ნივას", "დნიპროს", "სპარტაკს", "ლევსკის", კიევის "არსენალს", ზაპოროჟიეს "მეტალურგს", "ტერეკსა" და "ტობოლს".

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა
განიხილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ მწვრთნელობის კანდიდატის ბოლო წლის შედეგებს გადახედეთ თუ შეიძლება ჰოვერლაში, სამარცხვინოა... თვითონ კლუბი მემგონი საერთოდ აღარ არსებობს.flashscore-ზე ძლივს იძებნება კლუბი search-ით. "Hoverla"
soso_dinamo
20:41 19-10-2016
0
მართალია ბავარია, ყური უგდეთ.
kaxa
15:40 19-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული