კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, უეფას კომიტეტის ახალი წევრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა და გენერალური მდივანი დავით მუჯირი არიან. აღნიშნული ინფორმაცია სფფ-შიც დაგვიდასტურეს.

ლევან კობიაშვილი ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრი იქნება, დავით მუჯირი - საფეხბურთო კომიტეტის წევრი, ნიკა ჯღარკავა კი - მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრი. სამივე წევრი აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩეფერინი 29 ოქტომბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ საქართველოს ესტუმრა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

- ალექსანდრ ჩეფერინი: ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოში ხომ ააყვავეს ფეხბურთი და ახლა ევროპასაც შეუდგებიან :)
Jango
18:04 25-10-2016
0
გამიხარდა კარგია
temo
11:16 26-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული