კიდევ ერთი კორპუსი - თბილისის "დინამოს" ბაზა აღარ იარსებებს? [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ნოემბერს, fronti2014.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად დიღომში, ზედ თბილისის "დინამოს" ბაზაზე, დაიწყო 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ "დინამოს" ბაზის სავარჯიშო მოედნებზე, წამოიჭიმება 16-სართულიანი კორპუსი. ამის გამო, "დინამოს" ბაზის მინდვრები სავარჯიშოდ გამოუსადეგარი გახდება და ფეხბურთელებისთვის ბაზა აღარ იარსებებს.

წყაროს ცნობითვე, ინვესტორები ჩეხები არიან და თბილისის "დინამოს" მათთან მოლაპარაკებებიც წარუმართავს ტერიტორიის შესყიდვაზე, თუმცა... უშედეგოდ.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ჩეხ ინვესტორებზე გაიყიდა. აქვე გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
მარტო თბილისში რომ ათობით სტადიონი და საფეხბურთო მოედანი მოისპო, დინამოს სტადიონზე რომ ბავშვების სავარჯიშო მოედანი მოსპეს და მანქანების სადგომად გადააქციეს, ბათუმში რომ დაანგრიეს სტადიონი, (რაიონებზე ხომ ლაპარაკიც არ არის), მამუკა კვარაცხელიას გარდა რომ არავინ ხმას არ იღებდა, ამის შედეგია, რომ ბაზასაც მიადგნენ. მალე, ალბათ, დინამოს სტადიონსაც აიღებენ და ცათამბჯენებს წამოჭიმავენ. მართლა ჩარეცხილები ვართ.
გულშემატკივარი
09 ნოემბერი 2016 12:01
0
მარტო თბილისში რომ ათობით სტადიონი და საფეხბურთო მოედანი მოისპო, დინამოს სტადიონზე რომ ბავშვების სავარჯიშო მოედანი მოსპეს და მანქანების სადგომად გადააქციეს, ბათუმში რომ დაანგრიეს სტადიონი, (რაიონებზე ხომ ლაპარაკიც არ არის), მამუკა კვარაცხელიას გარდა რომ არავინ ხმას არ იღებდა, ამის შედეგია, რომ ბაზასაც მიადგნენ. მალე, ალბათ, დინამოს სტადიონსაც აიღებენ და ცათამბჯენებს წამოჭიმავენ. მართლა ჩარეცხილები ვართ.
გულსემატკივარი
09 ნოემბერი 2016 11:58
0
ბაზიდან 25 მეტრის მოშორებით კორპუსის მშენებლობა გამაგებინეთ რა ხელს
უშლის ვარჯიშს.
გრიშა
09 ნოემბერი 2016 11:30
0
გააკეთოს დინამომ განცხადება და თუ საჭირო გახდა მე პირადად საპროტესტო აქციაზე მივალ. იმედია ასე ბევრი ფიქრობს. ამოვიდა ყელში ამ ბოთე ხალხის გაფუჭებული საქმეების შედეგის ყურება.
gio
09 ნოემბერი 2016 10:50
0
საქართველო და ქართველი ერი არ არსებობს არის მხოლოდ ბიძო და არავინ არ იცის საით მიკვერეკებიან
feola
09 ნოემბერი 2016 10:38
0
მართლაც რა უმსგავსობაა? მშვენიერი ადგუილი იყო ბაზისთვის და კიდე კორპუსებს ჭიმავენ?! ვერ გაძღა თბილისის მერია და ვერ გაძღა ამ ჩინოვნიკების მუცელი! იქნებ ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზონ დინამოს...
ქომაგი
09 ნოემბერი 2016 10:36
0
ნარმანია კი არა ხალხი ვართ ჩლუნგები, ნარმანიას რას ერჩით თავისი გაჭირვებია კაცს
დინამო
09 ნოემბერი 2016 10:30
0
ნეტა რა საჭროა ბაზა. მაინც არაფრის მაქნისები არიან.
dadd
09 ნოემბერი 2016 10:26
0
ნუტუ ასე გამოქლიავდა ქართრველი კაცი, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება დაივიწყა, რა გჭირთ, გაიღვიძეთ ხალხნო, სანამ თავზე არ დაგვამხვეს ჩვენი საცოდავი ქვეყანა!
გრიშა
09 ნოემბერი 2016 10:23
0
რა უნდა ვთქვა მართლა აღარ ვიცი
kilkauskas
09 ნოემბერი 2016 10:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული