კიდევ ერთი კორპუსი - თბილისის "დინამოს" ბაზა აღარ იარსებებს? [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ნოემბერს, fronti2014.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად დიღომში, ზედ თბილისის "დინამოს" ბაზაზე, დაიწყო 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ "დინამოს" ბაზის სავარჯიშო მოედნებზე, წამოიჭიმება 16-სართულიანი კორპუსი. ამის გამო, "დინამოს" ბაზის მინდვრები სავარჯიშოდ გამოუსადეგარი გახდება და ფეხბურთელებისთვის ბაზა აღარ იარსებებს.

წყაროს ცნობითვე, ინვესტორები ჩეხები არიან და თბილისის "დინამოს" მათთან მოლაპარაკებებიც წარუმართავს ტერიტორიის შესყიდვაზე, თუმცა... უშედეგოდ.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ჩეხ ინვესტორებზე გაიყიდა. აქვე გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
ეხლა გაეღვიძა დინამოს უკვე შესყიდულ ტერიტორიებზე რომ ევაჭრება ინვესტორს? თუ ვერ გაუბედავდნენ ეგონათ?! სულ გამოშტერდა ეს ხალხი, აღარ გინდათ აღარც სპორტი და აღარც სუნთქვა? რა კორპუსი, მაინც და მაინც სტადიონებზე რომ არ ჩაარჭონ კორპუსები სხვა ადგილი აღარ დარჩა ამ თბილისში?
gio
09 ნოემბერი 2016 09:48
0
Gamoshterdebi kaci
Emre
09 ნოემბერი 2016 04:58
0
საღოლ ნარმან
Zaza
09 ნოემბერი 2016 02:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული