გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი კობიაშვილის ფანი აღმოჩნდა

AutoSharing Option
საქართველოში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი რალფ ბრაუკზიპე იმყოფებოდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: აღმოჩნდა, რომ გერმანელი სამხედროსთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პარლამენტარ ლევან კობიაშვილს სიურპრიზი მოუმზადებია.

საქმე ისაა, რომ ეს ჩინიანი ბატონიც ფეხბურთისა და კობიაშვილის ყოფილი კლუბის, გელზენკირხენის "შალკეს" ერთგული გულშემატკივარი ყოფილა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ფეხბურთზე ლაპარაკიც მოუსწრია...

"გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ბატონი რალფ ბრაუკზიპე საქართველოში ვიზიტისას ქართველ ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს შეხვდა.

უკვე წლებია, ბატონი ბრაუკზიპე "შალკეს" გულშემატკივრობს, სადაც ლევან კობიაშვილი
2003-09 წლებში თამაშობდა.

ბატონმა ბრაუკზიპემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ლევან იზორიას შეხვედრის ბოლოს გაუმხილა, რომ არის კობიაშვილის ფანი. მინისტრმა მოულოდნელი შეხვედრა მოაწყო. კობიაშვილმა შეხვედრისას ბატონ ბრაუკზიპეს საჩუქრად გადასცა თავისი "შალკეს" მაისურა.

ლევან კობიაშვილი 2015 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და 2016 წლის ნოემბრიდან ახლად არჩეული პარლამენტის წევრი", - წერია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული