ანალოგიური ტურნირის მოწყობის იდეით გამოდის აზერბაიჯანული საიტი azerisport.com. ბუნებრივია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო აზერბაიჯანელები იდეაშიც კი არ უშვებენ, რომ ასეთ ლიგაში სომხური კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.
"ასეთ ტურნირზე შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ქართულმა და აზერბაიჯანულმა კლუბებმა. აგრეთვე, იმ რუსულმა კლუბებმა, რომლებიც კავკასიის რეგიონს წარადგენენ. ლიგაში სულ მცირე, 12 გუნდი იქნება (4-4 თითო ქვეყნიდან), შეიძლება დაემატოს მათ 2 მოწვეული კლუბი.
ტურნირი შეიძლება გაიწეროს მთელ სეზონზე, როგორც ამას ბალკანეთის ლიგის ორგანიზატორები გეგმავენ. 12 კლუბი 4 ჯგუფად დაიყოს და 2-2 პლეი ოფში გავიდეს. ჯგუფური ეტაპი - შემოდგომით, პლეი ოფი კი - თებერვლიდან.
რა თქმა უნდა, ისეთი გუნდებისთვის, როგორიც "ყარაბაღი" და "გაბალაა", ასეთი გრაფიკი შესაძლოა, რთული გამოდგეს, თუკი ეს გუნდები ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, მაგრამ აქაც შეიძლება გამოიძებნოს ფანჯარა თამაშისთვის.
რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ფინანსები იქნება. სპონსორების მოძიება გართულდება. თუმცა, ტურნირი შეიძლება გახდეს ფინანსურად მიმზიდველი კლუბებისთვის.
არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს იდეა, მაგრამ გულშემატკივრებს მეტი საინტერესო მატჩები ესაჭიროებათ, თანაც, გეოგრაფიული თვალსაზრისით და თანაც, მონაწილე გუნდებს შორის არ იქნება დიდი დაშორება.