გია ცეცაძე: რაც მეტი ასეთი თამაში იქნება ქართულ ფეხბურთში, მით უკეთესი

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ სუპერთასის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" ანგარიშით 2:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად გახდა სუპერთასის მფლობელი.

- "სამტრედია" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა

"მოდით, თამაშის ხარისხი გულშემატკივარმა შეაფასოს, ასე უკეთესი იქნება. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რაც მეტი ასეთი თამაში იქნება ქართულ ფეხბურთში, მით უკეთესი.

"ტორპედოს" სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა, შეკრებიდან ახალი ჩამოსულები ვართ, ამიტომ ურთულესი მატჩი გამოვიდა და ვამბობდი კიდეც, რომ ასე იქნებოდა. შედეგით, ცხადია,
კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა შეასრულეს იმ დავალებების უმეტესი ნაწილი, რომელიც თამაშამდე მივეცი და ვფიქრობ, გამარჯვება დამსახურებულად ვიზეიმეთ. გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანზე ვიტყვი, რომ მისი სახით ქართულ ფეხბურთს უკვე ჰყავს ერთით მეტი წარმატებული მწვრთნელი და როგორც მას, ისე მის გუნდს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა ცეცაძემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
datunaihvils es citeli barati hempionathi gadayveba vulacav samtredias
davitidat
12:57 27-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული