წილისყრამ საქართველოს თასის 1/8-ფინალში "სამტრედია" "ტორპედოს" შეახვედრა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ერთად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად, მერვედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

რუსთავი - ზუგდიდი
სამგურალი - დინამო თბ
ფკ გორი - ნორჩი დინამო
ტორპედო - სამტრედია
იმერეთი - სიონი
დილა - კოლხეთი 1913
გურია - შევარდენი 1906/საბურთალო
გაგრა - ჩიხურა

გამომდინარე იქიდან, რომ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, რომელიც 15 მარტს გაიმართა, "შევარდენი 1906"-სა და "საბურთალოს"
შორის (2:1 "საბურთალოს" სასარგებლოდ), დაფიქსირდა საქართველოს თასის დებულების მე-9 მუხლის დარღვევა, საკითხი განსახილველად გადაეცა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს.

შესაბამისად, მერვედფინალის მონაწილე მე-16 გუნდი და "გურია"-"შევარდენი 1906"/"საბურთალოს" მასპინძელი 18 მარტს, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალისტები, ტრადიციულად, ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან, შეხვედრები კი 26 აპრილს გაიმართება და მათ პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფოთის კოლხეთი ჯერ თასს მოიგებს მერე ეროვნულ ჩემპიონატს სრული სერიოზულობით ვიძახი არ დამცინოთ
dhgfjtjrt
18 მარტი 2017 21:30
0
მაგ თამაშამდე თუ არ მომატა სამტრედიამ კარგად ყოფილა საქმე შემადგენლობა ყველა ვარიანტში ტორპედოზე ძლიერი ყავს .
samtredski
17 მარტი 2017 22:05
0
ჯარჯი 21 დილა 100% გააგდებს ფოთს
gori
17 მარტი 2017 20:43
0
ტორპედო

რავა, ომარა გადაარჩენს ტორპედოს გარდაუვალი კრახისაგან? :)
Jango
17 მარტი 2017 18:25
0
ომარ მიგინეიშვილს ელოდება მთელი ქუთაისი 26 აპრილს
ტორპედო
17 მარტი 2017 16:52
0
ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი რატომ მონაწილეობდა? რა მოხდა შევარდენი-საბურთალოზე რატომ მალავთ?
giviko
17 მარტი 2017 16:44
0
უაზრო კენჯის კრა განტესვა არასწორატ არის გაკეტებული
kolxa
17 მარტი 2017 16:43
0
კოლხეთი და სამტრედია გააგდებენ დილას და ტორპედოს.
ფკ გორი კი ნორჩი დინამსო გაივლის
jarji21
17 მარტი 2017 15:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული