- წილისყრამ საქართველოს თასის 1/8-ფინალში "სამტრედია" "ტორპედოს" შეახვედრა
კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ "საბურთალოს" მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულების მე-9 მუხლის დარღვევას. კერძოდ, ს/კ "საბურთალოს" მხრიდან მატჩში მონაწილეობა
სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მატჩში "საბურთალოს" ჩაეთვალა წაგება, ანგარიშით 0:3, ამასთან "საბურთალოს" დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალურ ეტაპზე კი "შევარდენი 1906" "გურიას" დაუპირისპირდება. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის დებულების შესაბამისად, აღნიშნულ მატჩს "შევარდენი 1906" უმასპინძლებს.
წყარო: gff.ge