საქართველოს თასი: "ჩიხურამ" "დილა" დაჩაგრა, "გურია" "დინამოს" არ დანებდა

AutoSharing Option
13 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა.

ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ბოლნისელთა კარებში პირველი გოლის ავტორი მე-8 წუთზე გიორგი ფანცულაია გახდა. ორ წუთში კი ტორპედოელთა უპირატესობა ორამდე ნიკა საბანაძემ გაზარდა. მასპინძლები ამაზე არ შეჩერებულან და მე-17 წუთზე გატანა უკვე გიორგი დოლიძემ შეძლო.

ბოლნისელებმა პრესტიჟის გოლი 59-ე წუთზე გაიტანეს. თავი აკაკი მიკუჩაძემ გამოიჩინა.

მოულოდნელად, საჩხერის "ჩიხურასთან" მშრალი ანგარიშით დამარცხდა თასის მფლობელი გორის "დილა". პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ
კი სოსო ფრუიძის შეგირდებმა სტუმრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ხუთწუთიან მონაკვეთში დუბლით თავი ვაჟა ლომაშვილმა გამოიჩინა (52-ე, 57-ე წუთები), 65-ე წუთზე კი დავით ბოლქვაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

პირველლიგელმა "გურიამ", რომელმაც თასის მერვედფინალიდან ტურნირს "ზესტაფონი" სენსაციურად გამოთიშა, ლანჩხუთში თბილისის "დინამოსაც" დიდი ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ უგოლო ფრეს მიაღწია.

რუსთავში "მეტალურგმა" კიდევ ერთი პირველლიგელის, ცხინვალის "სპარტაკის" ძლევა ალექსანდრე ინწკირველის ერთადერთი გოლით შეძლო (1:0).
მკითხველის კომენტარები / 4 /
საღონ ჩიხურას დილასთან სამბურთიანი უპირატესობა ცოტა არა მაგრამ ბარსა მილანი გავიხსენოთ..ეხლა ჩიხურამ თუ ზუგდიდი დაამარცხა და ზესტაფონსაც მოუგო მესამე ადგილი გარანტირებულია ტუ მეორე არაააა ასევე გურიაზეც გეტყვიტ ეგ გუნდი პრემიერლიგაში უნდა თAმასჰობდეს და ექვსეულსჰიც აუცილებლად იქნებოდა
fcchixura (mwvane kaliebi)
14 მარტი 2013 12:17
0
მე ნეიტრალური მაყურებელი ვიყავი სულაც კარგია გიხარიათ პატარა გუნდმა წარმატების ნაბიჯების გადადგმა, რომ დაიწყო მაგრამ ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, უბრალოდ დინამომ არ ითამაშა. რა გონიათ ყველა დარტყმას დინამოს ფეხბურთელები სადგაც დასაკარგავში უშვებენ როგორც ამას გუშინ აკეთებდნენ. ისიც ხომ არ გჯერავთ ჩიხურა რიალურად დილისათვის სამით ნოლის მომგები იყო ყველაფერთან ერთად ფეხბურთის სიბინძურეში ვზივართ მეგობრებო. გურიას კი რათქმაუნდა წარმატებებს უსურვებ.
firence
14 მარტი 2013 10:38
0
სამწუხაროდ თამაშს ვერ დავესწარი. სამუშაო გრაფიკის გამო. მაგრამ მითხრეს რომ ძალიან კარგიო თამაში გამოუვიდა გურიას. სტადიონის ნახევარიც სავსე იყო (აბა მეორე ნახევარი დაანგრიეს და ჯართში ჩააბარეს). მოკლედ მალადეც გურიას
nika
13 მარტი 2013 19:44
0
გურია არ დანებდა კი არა აჯობა თამაშიტ. არაფრით ჯობდა დინამო გურიას. ცოტა რომ გამარტლებოდა გურიას მოიგებდა ერტხელ დზელმა გადაარჩინა დინამო ერტხელ კი ლორიამ.
sana
13 მარტი 2013 18:17
0

სიახლეები პოპულარული