კოლხეთი (ხ)-დინამო (თბ) 0:9 - ლეგიონერების 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
ამ წყვილის უპირობო ფავორიტი უკვე წილისყრისას იყო ცნობილი. წინა ეტაპზე უმაღლესლიგელი "ზუგდიდის" გამოგდების მიუხედავად, ხობის "კოლხეთმა" ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია თასის მოქმედ მფლობელს.

სულ ორჯერ მიეცათ შანსი "მასპინძლებს" - ტაიმების საწყის წუთებში: ჯერ 0:0-ზე "დინამოს" მცველმა გადაუგდო თავზე წინგამოსულ მეკარეს, მაგრამ გიორგი ლორიამ ბურთს იოლად მიუსწრო, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკვე 0:6-ზე, ხობელ ფორვარდებს შეეძლოთ იმავე ლორიასთვის ბურთის თავზე გადაგდება, მაგრამ უხეიროდ გაისარჯნენ.

Sportall.Geთბილისელებს კი სამი ლეგიონერი ეყოთ პირველლიგელის გასანადგურებლად - ჩისკომ, გლიშიჩმა და ვუომ ჯამში 5 გოლი და 4 საგოლე
გადაცემა მიითვალეს და თანაბრადაც გადაინაწილეს - პირველმა ორმა წყვილ გოლებს თითო საგოლე გადაცემაც დაუმატა, ხოლო ვუომ მატჩისთვის წერტილის დასმამდე ორი საგოლე პასი მიითვალა.

მათ გარდა, აღსანიშნავია გიორგი მიქაბერიძის დუბლიც და შეცვლაზე შესული მისი სეხნია მერებაშვილის ლამაზი გოლიც.

ერთხელაც თავი გივი კვარაცხელიამ გამოიჩინა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სიონი-ზესტაფონი 1:0 - კოკამ წყალი მოიტანა...[VIDEO]
მეტალურგი-კოლხეთი (ფ) 2:0 - სოლიდური ჰანდიკაპი
დილა-დინამო (ბთ) 1:0 - მოინდომეს და გაიტანეს [VIDEO]
ტორპედო-სპარტაკი 2:2 - დუბლები, ლამაზი გოლები და თანაბარი შანსები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ბიჭებო!! გამარჯვების გზებზე ვდგებიიით :D:D:D თქვენ ზუგდიდის ბაიას ბარიერსაც გადალახავთ :D:D მე მჯერა :დ დინამოოო :დ
nika
23:33 26-09-2013
0
გეყოთ ბლატაობა, თორემ მოვიდა ტოტენჰემი!!!
თემო
14:42 26-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული