ქობულეთში, "ჩელე-არენაზე" ადგილობრივმა "შუქურამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ამ წყვილში ყველაფერს ერთი კვირის შემდეგ თბილისში გასამართი საპასუხო შეხვედრა გაარკვევს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი მატჩის საწყის ოც წუთში გავიდა. ანგარიში დინამოელებმა გახსნეს - მე-8 წუთზე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგი ჩირგაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ქობულეთელებმა მალევე გაათანაბრეს - მე-19 წუთზე ზვიად მეტრეველმა წონასწორობა აღადგინა, დარჩენილ ტაიმნახევარში კი გოლი აღარ გასულა.
საპასუხო შეხვედრა "დინამო
დინამომ კი მეორე ნახევარში ვერაფერი საინტერესო ვერ შექმნა.