საჩხერის "ჩიხურა" და გორის "დილა" თასის 1/4-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
26 ნოემბერს, საქართველოს თასის გათამაშების 1/8-ფინალის კიდევ ოთხი საპასუხო მატჩი გაიმართა. "ვიტ ჯორჯიასა" და "სამტრედიასთან" ერთად, შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ  საჩხერის "ჩიხურა", გორის "დილა", რუსთავის "მეტალურგი" და ცხინვალის "სპარტაკი".

თასის გათამაშებას გამოეთიშა "ზესტაფონი", რომელმაც ივანწმინდაში უგოლო პირველი მატჩის შემდეგ, საჩხერის "ჩიხურასთან" საკუთარ კედლებში საპასუხო შეხვედრა წააგო - 0:1. ზესტაფონში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი თეიმურაზ ღონღაძემ მე-20 წუთზე გაიტანა.

* * *
უგოლო საშინაო მატჩის შემდეგ მომდევნო ეტაპზეა გორის "დილაც", რომელმაც ფოთის "კოლხეთთან" თამაში ფრედ 1:1 დაასრულა. ანგარიში სტუმრებმა თენგო წიქარაძის გოლით უკვე
მე-3 წუთზე გახსნეს. შეცვლაზე შემოსულმა დათა სიჭინავამ 84-ე წუთზე კი გაათანაბრა, თუმცა ამან "კოლხეთს" ვეღარ უშველა.

* * *
რუსთავის "მეტალურგმა" "ზუგდიდს" შინ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა (პირველი მატჩი 2:0), ხოლო ცხინვალის "სპარტაკმა" თერჯოლაში "საპოვნელასთან" შეხვედრა უგოლოდ დაასრულა, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სავსებით აკმაყოფილებდა (პირველი მატჩი 3:0).

* * *
თასის 1/8-ფინალის დარჩენილი ორი მატჩი, რომელშიც ქუთაისის "ტორპედო" მარტვილის "მერანს" მასპინძლობს, ხოლო თბილისის "დინამო" - ქობულეთის "შუქურას", მოგვიანებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ გორის დილას საქართველოს თასის გათამაშების 1/4 ფინალში გასვლას და ვუსურვებ წარმატებებს.მჯერავს რომ ფინალში ვითამაშებთ.წარმატებების გზაზე იარეთ ბიჭებო. გივი გაგნიძე
Goreli
16:22 26-11-2014
0
გორის "დილას" მიმართ უსამართლოდ გამოტანილმა სანქციებმა/სტადიონს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მაყურებლის დასწრების გარეშე,მთ.მწვრთნელს და ორ წამყვან ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ხანგრძლივი დროით და ფულადი ჯარიმები/გორელ ფეხბურთელებს დამატებითი სტიმული მისცა და გაორმაგებული ენერგიით შემდგომ მატჩებში წარმატებას წარმატებაზე აღწევენ.წინ "დილა"!მიზანი ერთია:ევროპაზე გასვლა და საქართველოს თასის მოპოვება. მერაბ ნ......ლი.
მერაბი
18:22 26-11-2014
0

სიახლეები პოპულარული