თბილისის "დინამო" საქართველოს თასის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის "დინამომ" ქობულეთის "შუქურას" ბარიერი წარმატებით დაძლია. სტუმრად "ჩელე არენაზე" ფრედ დასრულებული პირველი მატჩის (1:1) შემდეგ კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა საკუთარ არენაზე ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისურ მატჩში ოთხივე გოლი მატჩის ბოლო 20 წუთში გავიდა, ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. 72 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ დავით ხოჭოლავამ "შუქურა" დააწინაურა.

ქობულეთელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა - 84-ეზე გიორგი ჩირგაძემ გაათანაბრა. მალევე ლაშა პარუნაშვილმა (88) გაიტანა, საბოლოო ანგარიში
კი საბა ლობჯანიძემ (90) დააფიქსირა - 3:1.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მანამდე მოიპოვეს "სამტრედიამ", "ვიტ ჯორჯიამ", საჩხერის "ჩიხურამ", გორის "დილამ", რუსთავის "მეტალურგმა", ქუთაისის "ტორპედომ" და ცხინვალის "სპარტაკმა".

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის 1/4-ფინალში გავიდა
საჩხერის "ჩიხურა" და გორის "დილა" თასის 1/4-ფინალში გავიდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
DINAMO
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული