სამტრედია-ჩიხურა 3:0 - პირველად თასის ფინალში

AutoSharing Option
საჩხერეში "სამტრედიამ" პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 1:0 მოიგო და საკუთარ სტადიონზე "ჩიხურას" იმედიანად დაუხვდა.

ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილებს თასის ფინალში გასვლა გარანტირებული არ ჰქონდათ, მაგრამ სამტრედიელებმა მეტოქეზე უპირატესობა "ეროსი მანჯგალაძეზეც" დაამტკიცეს, უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

მასპინძლებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს: გრიგოლ დოლიძემ და ილია კერძევაძემ შანსებით ვერ ისარგებლეს, სამტრედიელთა რიგებში გამორჩეულმა ალექსანდრე იაშვილმა კი 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა: კუთხურიდან დოლიძემ ბურთი კარში ჩაახვია. სტუმართა მეკარე თორნიკე ზარქუას ხელიდან გაუვარდა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კი ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა
- 1:0.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა: თორნიკე გორგიაშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად გაისროლა - 2:0.

მერე კი "ჩიხურას" კარი შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ აიღო: მან რევაზ გეწაძის ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა - 3:0.

ამგვარად, "სამტრედია" ეროვნული თასის ფინალში პირველად გავიდა, სადაც თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

ვფიქრობთ, 26 მაისს დანიშნული შეხვედრის მნახველი არაფერს წააგებს, რადგან ამ გუნდების თამაში ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია და იმედია, ეს ტრადიცია ფინალშიც არ დაირღვევა.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
28.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ჩიხურა 3:0
პირველი მატჩი 1:0
გოლები: 1:0 იაშვილი (28), 2:0 გორგიაშვილი (62), 3:0 კაპანაძე (71. გეწაძის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - ბეჭვაია, კაკუბავა (74. თედ. გრიგალაშვილი), ხიზანიშვილი, კვირკველია - გორგიაშვილი (78. ბოლქვაძე), დათუნაიშვილი - დოლიძე, იაშვილი, გეწაძე - კერძევაძე (67. კაპანაძე).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, გაბედავა, გურული, თ. შალიკაშვილი
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
ჩიხურა (4-2-3-1): ზარქუა - ოდიკაძე, ღონღაძე, ბაჯელიძე, ჭელიძე - დობროვოლსკი (66. მუმლაძე), ჩიკვაიძე - კორიფაძე, დეკანოიძე (46. ივანიშვილი), ტროიანოვსკი (46. სარდალიშვილი) - კუჭუხიძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, განუგრავა, მანჯგალაძე, ლუბჩეკი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: დობროვოლსკი (30), გეწაძე (81)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაურია, მართალი ხარ სიმონ, ე ბიო, მაი კაი აზია, მოი მივწეროთ ფედერეციას სიმონ რო ქუთეისში ან ზესტაფუნაში ჩატარდეს თასის ფინალი.რავა იტყვი ბიო, ხო მაგარი იდეაა სიმონ არა?
jango
21:59 29-04-2015
0
ისე თასის ფინალი სხვა ქალაქებშიც რომ ტარდებოდეს არ იქნებოდა ურიგო თბილისში არავინ დადის მაინც
zauri
14:32 29-04-2015
0

სიახლეები პოპულარული