ზაზა ზამთარაძე: მთელი გუნდი ფინალის მოსაგებად ვემზადებით

AutoSharing Option
25 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტებმა, თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" "მიხეილ მესხზე" ივარჯიშეს, შუალედში კი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ზაზა ზამთარაძე, "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი:
"თავისი არსებობის ისტორიაში "სამტრედია" თასის ფინალში პირველად მოხვდა. ამას ვაცნობიერებთ და მთელი გუნდი მოსაგებად ვემზადებით.

დისკვალიფიცირებული არავინ გვყავს და არც სერიოზული ტრავმა აქვს ვინმეს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის ემზადება და მას ილია კერძევაძესთან ერთად, გიორგი თევზაძეც დავუთმეთ. 19-წლამდელებს წარმატებას ვუსურვებ...

რაც შეეხება იმას, "სამტრედიაში" ჩემი
მომავალი თასის მოგება-არმოგებაზე არის თუ არა დამოკიდებული, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. ამ თემაზე ფინალის შემდეგ ვისაუბროთ...

მე და ჩემი მეგობრები, ვინც გუნდზე პასუხისმგებლობა ავიღეთ, ახლა უფრო მნიშვნელოვნად ფინალურ მატჩს მივიჩნევთ".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული