საქართველოს თასის გათამაშებაში 1/8-ფინალისტების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ფოტოზე: "ტორპედომ" "ჩხერიმელას" ბარიერი იოლად დასძლია
26 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართა.

ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდნენ: "ვიტ ჯორჯია", "ჩიხურა", "ზუგდიდი", "სამტრედია", ფოთის "კოლხეთი", "სიონი", "გურია", "საპოვნელა", "შუქურა", "ტორპედო", "ლიახვი" და "ჭიათურა".

1/8-ფინალში ამ 12 გუნდს უმაღლესი ლიგის გასული სეზონის ოთხი საუკეთესო გუნდი დაემატება: გორის "დილა", ბათუმის "დინამო", თბილისის "დინამო" და "ცხინვალი".

საქართველოს თასი 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
26 აგვისტო
ლოკომოტივი-ლიახვი 0:2 (0:1)
ჭიათურა-მერანი 1:1 (1:0)
მერცხალი-ჩიხურა 0:4 (0:1)
იმერეთი-ზუგდიდი 0:0 (1:2)
მაჭახელა-სამტრედია 0:3
(0:2)
მეშახტე-კოლხეთი (ფ) 0:2 (0:2)
რუსთავი-სიონი 1:1 (0:0)
სამეგრელო-გურია 1:1 (0:7)
საპოვნელა-კოლხეთი (ხ) 6:1 (2:1)
შუქურა-ბეთლემი 4:3 (2:1)
ტორპედო-ჩხერიმელა 4:0 (2:1).

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: "ვიტ ჯორჯიამ" "საბურთალო" დასძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
დადევით კენჯისყრის რიცხვი რაგაიყოთ
giorgie
12:01 01-09-2015
0
დაწერეთ რა კენჯისყრა როდისა რაგაიყოთ
giorgie
11:49 01-09-2015
0

სიახლეები პოპულარული