დილა-ზუგდიდი 1:2 - ჩემპიონის სათასო ფალშსტარტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს სათასო ბატალიების სტარტი მარცხიანი გამოუვიდა. "დილა" იმისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით გავიდა მინდორზე, რასაც უმაღლესი ლიგის მატჩებში ვხედავთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს შემადგენლობა სუსტი იყო.

პირველი ტაიმი შესამჩნევად განსხვავდებოდა მეორისგან. გუნდები შედარებით დაბალ სათამაშო ტემპში და გოლკიპერთათვის უხიფათოდ აგორებდნენ ბურთს.

32-ე წუთზე მასპინძელმა მცველებმა დაახლოებით ისეთივე შეცდომა დაუშვეს, როგორც ორიოდე დღის წინათ ამავე მოედანზე - "ცხინვალმა". ამიტომაც დაისაჯნენ - გიორგი ბულიამ ეპიზოდი გოლად აქცია.

მოულოდნელმა გოლმა გორელები ცოტა დააბნია, ყოველ შემთხვევაში, უჩა სოსიაშვილის გუნდს მეორე ტაიმამდე უპირატესობის
ხელში აღება გაუჭირდა.

შესვენების შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა გიორგი ნავალოვსკიმ თავისი გუნდის შეტევებს სიმწვავე შემატა. "დილამ" ერთხანს ზუგდიდელთა ნახევარზეც დასცა ბანაკი და ხეირიც ნახა: 58-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

სტუმართა უკანა ხაზს თავის ტკივილი კიდევ ერთმა სამარქაფო ფეხბურთელმა - გიორგი ერისთავმა დაუმატა, თუმცა მისმა აქტიურობამ, ისევე, როგორც თანაგუნდელთა მონდომებამ, ტაბლოზე ანგარიში ვერ შეცვალა.

არადა, საგოლე ეპიზოდები "დილას" არაერთი ჰქონდა - ჩინებული შანსები ვერ გამოიყენეს მოდებაძემ და ლაშა გვალიამ, ნავალოვსკისა და მათე კვირკვიას შორეულ დარტყმებს კი მცირედით დააკლდა სიზუსტე.

სამაგიეროდ, ზუსტად მოქმედებდნენ ზუგდიდელები. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე მთელი გუნდით შეტევაში გადასულ მასპინძლებს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ და დიმიტრი თუთბერიძემ ეფექტური გოლი შეაგდო - 1:2.

ამით "დილამ" ერთობ გაირთულა თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლის საქმე - ზუგდიდში მოგება ხომ იოლი არავისთვისაა...

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
16.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-ზუგდიდი 1:2
გოლები: 0:1 ბულია (32), 1:1 მოდებაძე (58), 1:2 თუთბერიძე (90+1)
დილა (4-3-3): მუჯრიშვილი - ხურცილავა, ქარქუზაშვილი, თომაშვილი, ღონღაძე (46. ნავალოვსკი) - გვალია, პაპავა, ნონიკაშვილი (58. ერისთავი) - მარცვალაძე, მოდებაძე, კვირკვია (81. ილურიძე).
სათადარიგოები: შევჩენკო, კვახაძე, ახალკაცი, ფალავანდიშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ზუგდიდი (4-5-1): ჯომიდავა - ზ. მალანია, გავაშელიშვილი, თიბილაშვილი, ჯავაშვილი - ქანთარია (69. ელიავა), ტყემალაძე, წყაროზია, ქირია (84. ჟვანია), სამუშია (76. თუთბერიძე) - ბულია.
სათადარიგოები: მამალაძე, ს. მალანია, ნარმანია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: წყაროზია (54), ქარქუზაშვილი (90+2)
არბიტრი: ბ. ნინუა.

სხვა მატჩები
თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ჯიღაური (39. იაშვილის პასით)

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ლიახვი (ცხ) 3:0
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (32), 2:0 რაჟამაშვილი (48), 3:0 მარკოზაშვილი (90).

მცხეთა. მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2
გოლები: 0:1 თევდორაძე (10), 1:1 კახაბრიშვილი (13), 2:1 ხაბელაშვილი (57), 3:1 ლებანიძე (63), 3:2 ლუის ალბერტო (78).

ჭიათურა. თემურ მაღრაძე
ჭიათურა-ტორპედო 0:1 [VIDEO]
გოლი: 0:1 კირკიტაძე (73).

ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე
გურია-სიონი 0:2
გოლები: 0:1 მიქაბერიძე (15), 0:2 მანჯგალაძე (90).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ცხინვალი 3:1
გოლები: 0:1 ლექვთაძე (2), 1:1 ჩალაძე (27), 2:1 გუგუჩია (60), 3:1 ჩელებაძე (71).

ქუთაისი. ტორპედო
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
გოლი: 0:1 სარდალიშვილი (21), 0:2 ჭანკოტაძე (89).

საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინააეს "ლ"..მეგრელებზეხმა არასოდეს ამოიღოთ :დ
nikz
12:34 17-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული