10:23 28-10-2015
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:1 - გოლი რომ დაესწროთ... [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა ამას მატჩი ფორმალობად არ უქცევია და კოლხთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წაგებული თამაში (პირველი მატჩი 0:1 წააგეს და თავადაც ხვდებოდნენ, "დინამოსთვის" სამი უპასუხო გოლის გატანა რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო), თუნდაც მაყურებლისთვის, ბოლომდე ბრძოლაში გალიეს.
არადა, შესაძლებელი იყო, მატჩს დაძაბულობასთან ერთად ბოლომდე მიჰყოლოდა ინტრიგაც, ნომინალურ მასპინძელს გოლის გატანა რომ დაესწრო, რისი ჩინებული შანსიც ჰქონდათ გელა სანაიას შეგირდებს - ნიკა სიჭინავა "დინამოს" მცველებს გაეპარა და ლამის მეკარესთან პირისპირ მყოფ კოლხს სტუმართა ჩეხი მეკარე გადაეღობა - ლიბორ ჰრდლიჩკა, კოლხი კოლეგის დარად, მთელი თამაშის განმავლობაში საიმედოდ ირჯებოდა.
სწორედ მათი დამსახურებაც იყო, რომ მეტი გოლის გატანა გუნდებმა ვერ მოახერხეს. კარისკენ უფრო მეტს თბილისელები ურტყამდნენ. მინიმუმ თითოჯერ გუნდები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ უფრო სამართლიანი მოჩანდა ჯენერი ხორავას გადაწყვეტილებები, თუმცა მაყურებლის რისხვა მსაჯებს არც ნამატჩევს დაჰკლებიათ.
"ასეა, დასაწყისში გაუშვებ ასეთ გოლს და წაგებული ხარ", - გულდაწყვეტილი იყო "კოლხეთის" პრეზიდენტი თემურ ბარქაია და, ალბათ, მართალიც იყო - მის გუნდს გოლი რომ დაესწრო ან სტარტზე არ გაეშვა, შანსი უთუოდ ექნებოდა...
მატჩს "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც ესწრებოდა და თამაშის ცქერის პარალელურად, "გურიის" თავკაც ზაზა ურუშაძესთან ერთად ქართული ფეხბურთის დღევანდელობაზე მსჯელობდა...
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
27.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:1
[პირველი მატჩი 0:1]
გოლი: 0:1 ქვილითაია (12)
კოლხეთი: სეფიაშვილი, ქებურია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, პოლულიახი, გოგონაია, კოშკაძე (65. გიგაური), ჟიშკარიანი, ნ. სიჭინავა (54. გ. კვარაცხელია), ლ. კაკულია (69. ა. შენგელია).
სათადარიგოები: ძაგანია, ბარამიძე, კუხალეიშვილი, თ. კაკულია
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო: ჰდრლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, ჭელიძე, გ. გურული, მ. ცინცაძე (83. პარუნაშვილი), ჯიღაური, არაბული, ჯანელიძე, კიტეიშვილი (70. მიქელთაძე), გ. ქვილითაია (46. ვოლკოვი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ტვილდიანი, გ. თევზაძე, იაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: გურული (28), ქებურია (88)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული