გია ცეცაძის შეგირდებმა თამაში სწრაფი გოლით დაიწყეს. მე-9 წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილის მიერ გატანილი გოლი მატჩის ინტრიგისთვის "საკონტროლო გასროლის" ტოლფასი იყო.
რა გასაკვირია, რომ ისედაც არცთუ მაღალ ტემპში დაწყებული მატჩი ამის შემდეგ კიდევ უფრო მდორედ წარიმართა. გოლები კი გადიოდა, მაგრამ მაყურებლისთვის ინტერესი გამქრალი იყო.
მასპინძლები ერთი
მეორე ტაიმის სტარტზევე ცეცაძემ კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, ცოტა ხანში კი მჭედლიშვილიც შეცვალა და მოედანზე ალექსანდრე კვარაცხელია შეუშვა, რომელიც ისეთი შემართებით ირჯებოდა, თითქოს "სამტრედია" მდევარი ყოფილიყო. თამაშში ჩართვიდან ორიოდ წუთში კვარაცხელიამ მესამედ აიღო მეტოქის კარი.
"ლიახვის" ნახევარმცველმა ირაკლი ღიბრაძემ პრესტიჟის გოლის გატანა კი მოახერხა, მაგრამ სამტრედიელებმა მაინც აღადგინეს სამბურთიანი სხვაობა.
ვინ გაიტანდა გოლს, თუ არა საამისოდ დიდად მონდომებული კვარაცხელია?! ეს მოხდა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში - 1:4.
ამრიგად, ორი მატჩის ჯამში იმერლებმა 7:1 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
27.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ლიახვი-სამტრედია 1:4
[პირველი მატჩი: 0:3]
გოლები: 0:1 მარკოზაშვილი (9), 0:2 მარკოზაშვილი (40. მჭედლიშვილის პასით), 0:3 კვარაცხელია (60), 1:3 ღიბრაძე (65), 1:4 კვარაცხელია (90)
ლიახვი (4-5-1): ქვილითაია - ჯიქია, ცარიელაშვილი, ტოლმასოვი, პატაევი (74. ლომაშვილი) - მელიავა, შათირიშვილი (63. სადაღაშვილი), ფუხაევი (63. ზვიადაური), ღიბრაძე, კიკნაველიძე - ბარაბაძე.
სათადარიგოები: ჩუჩალოვი, გაბარაევი, იჩქითი, ლოლაევი
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
სამტრედია (4-5-1): მეშველიანი - ცინცაძე, გოგიაშვილი, იოსელიანი, ახალაძე - ენდელაძე, დათუნაიშვილი (46. კერძევაძე), მჭედლიშვილი (58. კვარაცხელია), რაჟამაშვილი (46. ჭეიშვილი), სიხარულიძე - მარკოზაშვილი.
სათადარიგოები: თებიძე, ჯიქია, ჭეიშვილი, ზივზივაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ღიბრაძე (12), ზვიადაური (64), კერძევაძე (71), იოსელიანი (79)
არბიტრი: შ. ქუხილავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"