საქართველოს თასზე სამი 1/2-ფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
16 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალის სამი საპასუხო შეხვედრა გაიმართა.

ქობულეთში ფრედ დაასრულა შეხვედრა და ნახევარფინალში "მშვიდად" გავიდა "ჩიხურა", რომელსაც "შუქურასთან" პირველ მატჩში ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული.

სამაგიეროდ, ჯერ დამატებითი ტაიმების, შემდეგ კი პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო "ვიტ-ჯორჯია"-"ზუგდიდისა" და "სიონი"-"სამტრედიის" წყვილებში გამარჯვებულთა გამოსავლენად. განსაკუთრებით დრამატული მცხეთაში გამართული შეხვედრა გამოდგა, სადაც გუნდებმა თამაში 9-9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს.

საბოლოოდ, პენალტების სერიაში წარმატებას "სიონმა" და "ვიტ ჯორჯიამ" მიაღწიეს.

კიდევ ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა მოგვიანებით, "დინამო არენაზე" გაირკვევა, სადაც თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს"
მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ქუთაისში თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა (1:0).

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 (პენ. 5:3)
(პირველი მატჩი 0:1)
გოლი: 1:0 ვანო კურდღელაშვილი (43)
გაძევება: ჯონი შეროზია (64, ვიტ ჯორჯია), გიორგი ბულია (62, ზუგდიდი), ვალიკო გახარია (99, ვიტ ჯორჯია), ნიკა ლაშხია (118, ზუგდიდი).

შუქურა-ჩიხურა 1:1
(პირველი მატჩი 0:2)
გოლი: 0:1 ბესიკ დეკანოიძე (72), 1:1 ელგუჯა ლობჟანიძე (84).

სიონი-სამტრედია 0:0 (პენ. 2:0)
(პირველი მატჩი 0:0)
მკითხველის კომენტარები / 2 /
პენლებში 2-0 :D :D :D :D :D :D

და ამის საყურებლად უნდა წავიდე თურმე :D
giga
16:42 16-12-2015
0
ჩემ კომენტარებს რატო არ აქვეყნებტ?
:D
hjghjdf
01:43 17-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული