[ლეგიონი] დავით სხირტლაძის ორი საგოლე პასი ყოფილ გუნდთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აპრილს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

დანიის სუპერლიგაში გასავარდნი ზონის გუნდებმა ითამაშეს - "სილკებორგმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "ორჰუსს". ყოფილ გუნდთან შეხვედრაში 2 საგოლე პასი მიითვალა დავით სხირტლაძემ, ვინც 81-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში "ურალმა" შინ 2:0 მოუგო "ორენბურგს". სტუმართა შორის 83-ე წუთზე გამოჩნდა ელგუჯა ლობჟანიძე, "ურალში" კი ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო.

* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში "ზირამ" ბაქოს "ინტერს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.ზაურ სვანაძის გუნდში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა, მასპინძელთა შორის კი გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.

უმაღლესი
ლიგიდან ოფიციალურად გავარდნილმა აზალ-მა "სუმგაითთან" 1:2 წააგო. დამარცხებულთაგან 90 წუთი ითამაშა ნუგზარ კვირტიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული