საქართველოს თასის ფინალი წელს თბილისში არ გაიმართება?

AutoSharing Option
20 აპრილსა და 5 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. პირველ მატჩში თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს, ხოლო ბოლნისის "სიონი" - თბილისის "ვიტ ჯორჯიას"...

ცხადია, ჯერ უცნობია, ვინ გავა ფინალში, რომელიც 18 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ მატჩის გამართვამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და ფეხბურთის ფედერაციას ჯერაც არ გადაუწყვეტია, რომელი ქალაქი უმასპინძლებს დასკვნით სათასო პაექრობას.

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ის არის გადაწყვეტილი, რომ თასის ფინალი თბილისში არ გაიმართება. ამ ჩანაფიქრის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სფფ-ის ხელმძღვანელობის
სურვილია, ასეთი მნიშვნელობის შეხვედრები მხოლოდ დედაქალაქში არ იმართებოდეს და საფეხბურთო ცხოვრებაში რეგიონები რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ.

მეორე მოტივი ის გახლავთ, რაც ყველამ იცის - თბილისში არც "დინამო არენა" შეივსება და არც "მიხეილ მესხი", ეს კი ფინალს ეფექტს დაუკარგავს. რეალობიდან გამომდინარე, რეგიონებში ფეხბურთს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ხოლო პატარა სტადიონზე მისული ხალხის ფონზე ეფექტი აშკარად მეტი იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენი სტადიონები იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ფედერაციას დიდი არჩევანი არც აქვს. დასახელდა სამი ქალაქი, სადაც, სავარაუდოდ, ფინალი გაიმართება - გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის, ქუთაისის რამაზ შენგელიასა და ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონები.

ცხადია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება 18 მაისისთვის ამ სტადიონებზე მოედნის საფარი. დღეისთვის, რეალურად, საუკეთესო გაზონი ზესტაფონის "დავით აბაშიძეზეა", მაგრამ იმას, მიიღებს თუ არა ეს არენა ფინალის ჩატარების უფლებას, დრო გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველა ნორმალურ ქვეყანაში თასის ფინალი დედაქალაქში ,საუკეთესო სტადიონზე ტარდება!...ვის მოსდის ეს ,,იდეები,, თავში?(((
ზაზა
16:46 08-04-2016
0
და რატომ არ დადის თბილისში გულშემატკივარი?საბურთალოს თამაშებზე საკმაოდ არის დასწრება(საქართველოს საშუალო მაჩვენებლით თუ განვსაზღვრავთ)...ხოლო ცარიელი ტრიბუნებია აბსოლიტურად საქართველოს ყველა რეგიონში...თბილისში უფრო მეტი უნდა იყოს დასწრება,მაგრამ აქ უკვე კითხვები ფედერაციასთან,კლუბების მენეჯმეტთან...
თბილისელი
16:50 08-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული