18 მაისს, ქუთაისის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან.
თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" სტუმრად ივანწმინდაში გამართულ მატჩშიც მოუგო - 2:1. ანგარიში მასპინძლებმა 31-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძის გოლით გახსნეს. გათანაბრება გიორგი ქვილითაიამ 67-ე წუთზე მოახერხა, საბოლოო ანგარიში კი გიორგი გურულმა ბოლო წუთზე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "დინამოს" ანგარიშით 3:0 ჰქონდა მოგებული.
დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც ბოლნისში
ჰეთ თრიქით მასპინძელთა თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი (მე-17, 30-ე და 87-ე წუთებზე) გამოირჩა. "ვეტერინარების" ერთადერთი გოლი კი 67-ე წუთზე ვანო კურდღელაშვილმა გაიტანა.
ჩიხურა, შანსი ევროთასების კიდევ გაქვთ და თუ სასწრაფოდ არ მოუმატეთ ხარისხს, თუ სტაბილურობა არ გექნათ,სირცხვილი იქნება თქვენი იქ ყოფნა.