19 ოქტომბერს გამართულ 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" ოთარ კვერნაძის გოლით (84) სტუმრად ვანის "სულორს" სძლია და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
"სულორი"-"ტორპედოს" მატჩის პარალელურად მიმდინარე "ჩიხურა"-"სამტრედიისა" და "მერანი"-"კოლხეთის" შეხვედრები უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულთა გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
ბოლო, მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა კი დღეს "დინამო არენაზე" მოგვიანებით გაირკვევა, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდებიან.